...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

ხატმებრძოლეობის[1] ლიმიტები: სამამულო ომის მემორიალები სოციალიზმის დასრულების შემდეგ

08 აგვისტო 2019

ხატმებრძოლეობის  ლიმიტები: სამამულო ომის მემორიალები სოციალიზმის დასრულების შემდეგ
 
ავტორი: მიხეილ გაბოვიჩი, მეხსიერების კვლევების სპეციალისტი, აინშტაინის ფორუმი, პოტსდამი, გერმანია
 
აბსტრაქტი:
 
არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებმა სოციალიზმის დასრულების შემდეგ ყველა, ან თითქმის ყველა ძეგლი აიღეს, რომლებიც კომუნისტურ ეპოქას უკავშირდებოდა. ფართოდ გავრცელებული ხატმებრძოლეობის მაგალითების მიუხედავად, აღნიშნული აღქმა მაინც გაზვიადებულია.
სტატია მიმოიხილავს საბჭოთა კავშირის პერიოდში ომის მემორიალების განადგურების, გარდაქმნისა და მეხსიერების წაშლის შემთხვევებს. სტატიის ავტორის აზრით, ცენტრალიზებული კამპანიები, რომლის მიზანიც იყო საბჭოთა კავშირის ომის მემორიალების (რომელიც ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ პოლიტიკურ ინიციატივებს) განადგურება და მეხსიერების წაშლა წარმოადგენდა არა წესს, არამედ - გამონაკლისს. მაგალითად, პოლონეთის მიერ 2018 წელს დაწყებული დეკომუნიზაციის კამპანია თვისობრივად განსხვავდება დანარჩენ პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებში მემორიალებთან მიმართებით მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან. სტატიას ასევე მიმოიხილავს მემორიალებზე საბჭოთა მეხსიერების წაშლის შემთხვევებს ისეთ კონტექსტში, როგორიცაა სიმბოლური მარგინალიზაცია, ხელოვანთა ინტერვენცია, ან ახალი კონსტრუქცია.
 
უკრაინის 2014-2015 წლის “ლენინცვენაზე”  მეტად, აღმოსავლეთ ევროპაში სოციალიზმის ეპოქის მონუმენტების ირგვლივ დისკუსია წინ წამოწია პოლონეთის მიერ 2018 წელს წამოწყებულმა კამპანიამ, აეღოთ წითელი არმიის მემორიალები.  დაფუძნებული უფრო დეტალურ მიმოხილვაზე , აღნიშნული ეს მოკლე სტატია პოლონეთის მიერ საბჭოთა ომის მემორიალების ნგრევასა და ეროვნულ საზღვრებში მათი წაშლის შემთხვევას მიმოიხილავს.
 
არის თუ არა პოლონეთის მაგალითი განცალკევებული? თუ უბრალოდ იმ პროცესის შემაჯამებელია, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცეში ჯერ კიდევ 1989 წელს დაიწყო?
 
პრობლემის არსი:
 
არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებმა სოციალიზმის დასრულების შემდეგ ყველა, ან თითქმის ყველა ძეგლი აიღეს, რომლებიც კომუნისტურ ეპოქას უკავშირდებოდა. ფართოდ გავრცელებულ ხატმებრძოლეობის მაგალითებს თუ განვიხილავთ, აღნიშნული მტკიცება გაზვიადებულია. გარდა ამისა, იგი ქვეყნებს შორის არსებულ საყურადღებო განსხვავებებს არ ითვალისწინებს. ასევე არ არის გათვალისწინებული განსხვავებები თუ ვინ აკეთებს ამას: უფრო მეტადაა გამოყოფილი სახელმწიფოს მიერ ორკესტრირებული მცირე რაოდენობის კამპანიები და მეორე მხრივ ბევრად უფრო ხშირი, მაგრამ მედიასაშუალებებით ნაკლებად გავრცელებულ აქტივობებს იმ მონუმენტებთან მიმართებაში, რომლებიც აიღეს ან გარდაქმნეს კერძო ან ადგილობრივი ინიციატივით ნაკლებადაა გათვალისწინებული. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ეს აღქმა არ განასხვავებს თავად მონუმენტებს.
 
ომის მემორიალებს მსგავსი სტილი, თუმცა განსხვავებული მნიშვნელობები გააჩნიათ, რადგან ისინი კომპლექსურ და სადავო ისტორიას იზიარებენ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი ადგილმდებარეობა. ბევრი მათგანი ცენტრალურ, საჯარო სივრცეებშია განთავსებული, უფრო მეტი კი ომში დაღუპულთა საერთო სასაფლაოებთან . სასაფლაოს მემორიალებს ხშირად ჟენევის კონვენცია  და რუსეთს, უკრაინასა და ბელორუსს შორის დადებული რამდენიმე სამმხრივი ხელშეკრულება  იცავს. აღსანიშნავია, რომ ამ ხელშეკრულებებს ბუნდოვანი ხასიათი აქვთ და იძლევიან გარკვეული ინტერპრეტირების საშუალებას. 
 
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მემორიალი სიმბოლურად მარგინალიზებულია ნებისმიერი სახის ჩარევისა და ცვლილების გარეშე , დანარჩენები, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ჩათვლით, უყურადღებობის გამო “გაიხრწნენ”:
 
მემორიალთა კომპლექსი - “უკვდავება”, მოლდოვა (1983), ფოტო - ლინდონ ალინი, 2013, ნებართვით.
 
ზოგი პოლიტიკურად მოტივირებული სახეცვლილების ობიექტებად იქცა:
 
უცნობი ჯარისკაცის მემორიალი, სოფელი სტოიანივი, დასავლეთ უკრაინა. სიტყვა “საბჭოთა” ტექსტიდან ამოშალეს, ორიგინალური ტექსტი კი გვამცნობდა “თანამოძმე სოფლები სამუდამოდ შენი მადლიერნი არიან, რადგან შენ საბჭოთა მამულისთვის დაეცი”. 
მონუმენტს ასევე დაემატა ლათინური ჯვარი, თუმცა ჯარისკაცის ჩაფხუტზე წითელი ვარსკვლავი უცვლელადაა დატოვებული.
ფოტო: მიხეილ გაბოვიჩი, 2018.
 
ზოგს კი ხელოვანებმა უცვალეს სახე:
 
საბჭოთა არმიის მონუმენტი, სოფია, მონუმენტი უკრაინის ეროვნული დროშის ფერებში მოხატეს.
ფოტო: ვასია ატანასოვა, 2014. ჭიკიპედია ჩომმონს.
 
წითელი არმიის ჯარისკაცთა ახალი მემორიალები დიდი რაოდენობით აიგო როგორც ყოფილ საბჭოთა გავლენის სფეროებში, ისე მის გარეთ. მაგალითად, ამერიკაში, ისრაელსა და ჩინეთში (მართალია ხშირად საძმო სასაფლაოებზე, თუმცა არა მხოლოდ იქ). მემორიალების აგება, ძირითადად უკავშირდება სახელმწიფო უწყებებს ან შეძლებულ დონორებს რუსეთიდან და ყაზახეთიდან. ყველაზე ხშირად, ამ ტიპის მემორიალებს ახალი ემიგრანტები და ის ადამიანები აღმართავენ, რომლებსაც ბიოგრაფიული კავშირი აქვთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. იმ ადამიანებმა, რომლებიც რუსეთს გარეთ პოლიტიკური უმცირესობის ნაწილს წარმოადგენენ და სხვადასხვა მიზეზის გამო ემხრობიან საბჭოთა და რუსეთის ფედერაციის შეხედულებებს მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით, არსებული მემორიალების გამოყენება ომში დაღუპულებისადმი მიძღვნილ რიტუალებში განაგრძეს . თუკი აღნიშნული რიტუალები ადრე ძირითადად კრემლიდან ან სხვა მთავრობიდან ნაკარნახევ ქორეოგრაფიას იმეორებდა, დღესდღეობით ხშირია ფაქტები, როდესაც რიტუალის მონაწილეები იწყებენ ე.წ. „ქვევიდან ზემოთ“ საკუთარი სტილის დამკვიდრებას და სხვადასხვა პერსონალიის ხსოვნის განსაკუთრებით აღნიშვნას.  ამგვარი პრაქტიკის შესახებ არსებობს მოსაზრება, რომ ისინი,  როგორც წესი, კრემლის მიერ შემუშავებული გეოპოლიტიკური პროექტების დასაყრდენად იქცევიან. ამის მაგალითებია: პოპულარული პროცესიები, ცნობილი როგორც - “უკვდავი პოლკი” და საერო მსვლელობები, რომლის მონაწილეებიც სხვადასხვა ქვეყანაში საბჭოთა ომის მემორიალების მოსანახულებლად რუსეთიდან ჩადიან. 
 
საერთო ჯამში, განადგურება და ხსოვნის წაშლა ყველაზე ხშირი, თუმცა მხოლოდ ნაწილია იმ პრაქტიკისა, რასაც ზემოხსენებული ჯგუფების მოწინააღმდეგეები საბჭოთა ომის მემორიალების მიმართ იყენებენ.
 
მემორიალების განადგურებისა და საბჭოთა მეხსიერების წაშლის ინსტიტუციური და ადგილობრივი მცდელობები:
 
საბჭოთა ომის მემორიალის ყველაზე ღირსსახსოვარი, ამავდროულად ყველაზე ტრაგიკული განადგურება საქართველოს, კერძოდ 2009 წლის 19 დეკემბერს უკავშირდება. ქუთაისში ახალი პარლამენტი შენდებოდა, რაც ქვეყანაში პოლიტიკური ინსტიტუციების დეცენტრალიზაციის გეგმის ნაწილი იყო.
როგორც დეკომუნიზაციის სიმბოლური აქტი, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დავალება გასცა ქუთაისში მდგომი “დიდების მემორიალი” აეფეთქებინათ. არასწორად განხორციელებულმა დეტონაციამ, რკინის და ბეტონის ნატეხები 40 მეტრის რადიუსში გატყორცნა, რამაც ქალი და მისი რვა წლის შვილი იმსხვერპლა, რამდენიმე ადამიანი კი ფიზიკურად დაშავდა. 
 
აღნიშნული მონუმენტის საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოდ ინტერპრეტაცია საეჭვო და საკამათო თემაა, ვინაიდან იგი ორმა თბილისელმა ხელოვანმა  ქართული ფოლკლორის მოტივებზე დაყრდნობით შექმნა. ამით, მათ უნდოდათ პატივი მიეგოთ ომში დაღუპულთათვის. „ზემოდან“ წამოსული აღნიშნული გადაწყვეტილება ომის მემორიალის განადგურების შესახებ დიდი ხნის მანძილზე გამონაკლისი შემთხვევა იყო და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მსგავს ფაქტებს იქამდე მხოლოდ საბჭოთა ეპოქაში ჰქონდა ადგილი.  
 
ომის მემორიალების განადგურება და აფეთქება საბჭოთა კავშირში 1950-იან და 60-იან წლებში დაიწყო. მემორიალები, რომლებიც ადგილობრივი მაცხოვრებლების ან ცალკეული ჯარის ერთეულების მიერ 1953 წლამდე იყო აღმართული, ხშირად ნადგურდებოდა, რათა მომხდარიყო ოფიციალურ იდეოლოგიასთან უფრო მჭიდროდ დაკავშირებული, ახალი მემორიალებით ჩანაცვლება. 1945 წლის გამარჯვების აღმნიშვნელ მემორიალებს, რომლებშიც სტალინის სახებაც ფიგურირებდა, ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგ განადგურება დაემუქრა. ერევანში არსებული გამარჯვების მონუმენტი ამის ნათელი მაგალითია, 16,5 მეტრის სიმაღლის სტალინის ძეგლი, რომელსაც მზერა თურქეთის მხარეს ჰქონდა მიმართული და 33 მეტრიან საძირკველზე იდგა, 1962 წელს დაშალეს და მოგვიანებით “სომხეთის დედით” ჩაანაცვლეს.
 
გამარჯვების მონუმენტი (სტალინის ძეგლი) ერევანში (საზეიმოდ გაიხსნა 1950 წელს, იგი აიღეს 1962-ში). წყარო: იუ. ს. იარალოვი
 
1960-იან წლებში, უამრავი, ადრეული ეპოქის ომის მემორიალი, გრანიტის ფილებით მოპირკეთებული ტიპური ბეტონის ობელისკები - გაანადგურეს და ახლადშექმნილი მონუმენტებით ჩაანაცვლეს. ამასთანავე, ცალკეული პირები პერმანენტულად ესხმოდნენ თავს საბჭოთა ომის მემორიალებსა და საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლებს ესტონეთში, პოლონეთსა და აღმოსავლეთ გერმანიაში, რადგანაც ისინი აღნიშნულ მონუმენტებს რუსეთის ოკუპაციის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.
ისტორიას 1989 წლიდანაც არაერთხელ ახსოვს მსგავსი ტიპის სპონტანური თავდასხმები და ვანდალური აქტები, თუმცა, საბჭოთა ომის მემორიალთა უმეტესობას სახელმწიფოს მიერ ინიცირებული განადგურება  ასცდა.  
აღნიშნული პროცესი თვალსაჩინო იყო ბუდაპეშტში, რიგაში, ლვოვსა და ბრნოში, როდესაც ლენინისა და საბჭოთა საიდუმლო პოლიციის პირველი ლიდერის, ფელიქს ძერჟინსკის, ძეგლები გეგმიურად ნადგურდებოდა. იმავდროულად, იგივე ნაკლებად ეხებოდათ ომის მემორიალებს და მათი განადგურების ან შეცვლის ერთეული ფაქტები გამონაკლისს შემთხვევებს წარმოადგენდნენ. მემორიალები, რომლებიც აღებულ იქნა წარმოადგენდა კონკრეტული ომის გმირების ან პოლიტიკური ფიგურების ძეგლებს, ზოგიერთი მათგანი კი „ტანკი-მონუმენტი“ იყო. 
 
პოლონეთი, ამ წესთან მიმართებით, გამონაკლის შემთხვევად შეიძლება განვიხილოთ: ომის დასრულების შემდგომ პერიოდში, წითელი არმიის მადლიერების ნიშნად შექმნილი უამრავი მონუმენტი აღიმართა იმ ადგილებში, რომლებიც ისედაც საძმო სასაფლაოების როლს ასრულებდნენ.  მაშინაც კი, როცა გადმოსვენებული ან იდენტიფიცირებული ჯარისკაცების ცხედრები სასაფლაოებზე იდებდნენ ბინას, მონუმენტები თავიანთ თავდაპირველ ადგილას რჩებოდა და მათ კიდევ უფრო მეტი ძეგლი ემატებოდა. 1993 წლისთვის, დაახლოებით მსგავსი ტიპის 500 მონუმენტიდან 130, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან აიღეს და თავისუფლების მონუმენტებით ჩაანაცვლეს. თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ აღნიშნული ხორციელებდა არა ვარშავას მითითებით, არამედ  ადგილობრივი ინიციატივებით. შესაბამისად, პოლონეთში მნიშვნელოვან რეგიონალურ და ადგილობრივ პოლიტიკის ვარიაციებს ჩაეყარა საფუძველი მონუმენტების მიმართ დამოკიდებულებასა და მათი აღების გზებთან მიმართებაში.
 
მსგავსი მოვლენები განვითარდა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის უმეტეს ქვეყნებში. ამის ნათელი მაგალითია უნგრეთი, რომელიც ხშირად მიჩნეულია, როგორც ადრეული დეკომუნიზაციის პირველი სივრცე. 1993 წელს, გაცხარებული დებატების შემდეგ (რამაც მხარეები ერთ აზრამდე ვერ მიიყვანა), ბუდაპეშტის გენერალურმა საქალაქო კრებამ გადაწყვიტა, ძეგლებისთვის ქალაქის შემოგარენში სპეციალური პარკი გაეხსნათ. დედაქალაქიდან გადატანილი სხვა ძეგლების გარდა, პარკში დაიდგა წითელი არმიის მონუმენტები, ყველაზე საკამათო კი საბჭოელი ჯარისკაცის საფლავი გახდა, რომელიც „გელერტ ჰილის“ თავისუფლების ქანდაკების ძირთან იყო განთავსებული. წითელი არმიის ეს მონუმენტი, რომელიც თავისუფლების მემორიალის ნაწილს წარმოადგენდა, რამდენჯერმე გადაურჩა ვანდალიზმის აქტს. უნგრეთის წითელი არმიის (1919 წლის) მონუმენტის შემთხვევაში გაიმართა რეფერენდუმი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ მაცხოვრებლებმა ხმა მისი გადატანის წინააღმდეგ მისცეს. კრების გადაწყვეტილება მხოლოდ ბუდაპეშტს ეხებოდა, ხოლო დედაქალაქის გარეთ, ძეგლების აღებას არ მიეცა სისტემური ხასიათი, მაგალითად, აღმოსავლეთ უნგრეთში, ქალაქ ჰორტობაგიში, საბჭოთა ტანკის მონუმენტი დღემდე ადგილზეა.
 
ლიტვაში ომთან დაკავშირებულ სკულპტურებს, რომლებიც სასაფლაოებზე არ იდგა, 1990-1991 წლებში ხატმებრძოლეობის სპონტანურმა ტალღამ გადაუარა, თუმცა ეს არ ყოფილა ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილება. უამრავ ძეგლს ადრეულ ეტაპზევე თავი მოუყარეს „გრიუტას პარკში“, რომელიც 2001 წელს გაიხსნა. სხვა მემორიალებთან ერთად, აქ შეიძლება შეხვდეთ ლიტველი კომუნისტი პარტიზანი ქალის, მარია მელნიკაიტესა და სხვა სამხედრო მეთაურების ძეგლებს, რომლებიც ასოცირდებოდნენ 1941 წლამდე პერიოდთან . ამასთან ერთად, პარკში შეხვდებით საბჭოთა მეომრების საფლავებიდან მოხსნილ ქვებსაც .
 
პოლიტიკურად მოტივირებული კონფლიქტური სიტუაციის ნათელი მაგალითია 2007 წლის აპრილში, ტალინის „ბრინჯაოს ჯარისკაცის“  ქალაქის ცენტრიდან აღება და სამხედრო სასაფლაოზე გადატანა . ამ გადაწყვეტილებით, ესტონეთის ცენტრალური ხელისუფლება ჩაერია ორ ჯგუფს შორის მიმდინარე დავაში. რიტუალი, რომელსაც გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ (9 მაისი), მოსახლეობაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსულად მოლაპარაკე მაცხოვრებლებმა, შეიძლება ითქვას, რომ მონუმენტს, როგორც კოლექტიური თვით-იდენტიფიკაციის ადგილს, ხელახალი დატვირთვა მისცეს. თავის მხრივ, ესტონელი ნაციონალისტები 9 მაისს ოკუპაციის სიმბოლოდ მიიჩნევენ და კონტრაქციები გამართეს. სახელმწიფო ეცადა, ტექნოკრატიული ხერხით  გადაეჭრა კონფლიქტი და მონუმენტი აიღო, თუმცა ამან ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი იქონია, გამოიწვია რამდენიმედღიანი შეტაკებები და საბოლოოდ ამან ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა . ესტონეთში განვითარებული ამ მოვლენების შემდეგ, სხვა ქვეყნებში ახალი ძალით იფეთქა დავამ მონუმენტების შესახებ. 
 
სხვა ტიპის კონფლიქტები წამოიჭრა მაშინ, როცა მონუმენტებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალი მნიშვნელობები შეიძინა: ტურისტული ღირსშესანიშნაობა, ორიენტირი ან ათვლის წერტილი, იმპროვიზებული სკეიტ პარკები და სხვა. მაგალითად, პოლონეთის ქალაქმა ლეგნიცამ, რომელშიც საბჭოთა არმიის სათაო შტაბი მდებარეობდა, ტურისტულ ბაზარზე საკუთარი იმიჯის ე.წ. “პატარა მოსკოვად”  გაყიდვა დაიწყო იმავე სახელწოდებით გამოსული ფილმის წარმატების შემდეგ. ლეგნიცას ადგილობრივმა ხელისუფლება მცირე ხნით ვარშავიდან წამოსულ ზეწოლასაც კი ეწინააღმდეგებოდა. სოფია, ბულგარეთის დედაქალაქი, იგივე კატეგორიაში გადის. აქ საბჭოთა ომის მემორიალს იცავენ არა მარტო რუსეთის საელჩო და მემარცხენეები, არამედ სკეიტბორდერებიც. თითოეული ჯგუფისთვის კი აღნიშნული ადგილი გარკვეული აქტივობის სივრცეა .
 
უკრაინაში, დეკომუნიზაციის შესახებ 2015-2016 წლის კანონების ცვლილებები მიმართული იყო კომუნიზმის ლიდერთა ძეგლების აღებაზე, რომელთა ოკუპაციის სიმბოლოებად აღქმა უფრო მარტივად შეიძლებოდა, ვიდრე იმ მემორიალების, რომლებიც არმიაში დაღუპულებს, მათ შორის მილიონობით უკრაინელის ხსოვნას ეძღვნებოდა. ომის მემორიალებმა ახალი დატვირთვა მიიღეს და ჩართულ იქნენ ახალ ღირსსახსოვარ პრაქტიკაში, ამიტომ მათი დემონტაჟი არ მომხდარა. რამდენიმე გამონაკლისი შეეხო სამხედრო მეთაურებს, რომლებიც უმაღლეს პოლიტიკურ პოზიციებს იკავებდნენ, თუმცა ეს საზომიც არ გამორიცხავდა ორაზროვნებას: სიდორ კოვპაკის, საბჭოთა უკრაინელი პარტიზანი ლიდერის შემთხვევაში, კანონის ავტორებმაც კი აღიარეს, რომ არ გააჩნდათ ერთგვაროვანი მოსაზრება ამ ისტორიულ ფიგურასთან მიმართებაში. ხარკოვის ქალაქის ადმინისტრაციამ, საბჭოთა მარშლის, გიორგი ჟუკოვის ძეგლი დეკომუნიზაციის სიას აარიდა იმ მიზეზით, რომ მას გააჩნდა მაღალი მხატვრული ღირებულება. კიდევ ერთი ძეგლი, რომელსაც კანონის მიღების შემდეგ განადგურება დაემუქრა, ომში გამარჯვებისადმი, ასევე, ომის შემდგომი პერიოდის საბჭოთა არმიისადმი მიძღვნილი ლვოვის სამხედრო დიდების მონუმენტი იყო. ეს მონუმენტი განზრახ აღმართეს საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვართან ახლოს მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა ძალებმა 1968 წელს “პრაღის გაზაფხული” ჩაახშეს. აღსანიშნავია, რომ ძეგლის აღების კამპანია მხოლოდ დეკომუნიზაციის კანონისგან არ გამომდინარეობდა: იგი ინიცირებული იყო ადგილობრივი აქტივისტების მიერ, ხოლო მათი აქტიური ოპონენტები ქალაქის ისტორიკოსები და ძეგლთა და ისტორიული შენობების დაცვის ადგილობრივი ორგანოს თანამშრომლები იყვნენ.
 
შესაბამისად, უკრაინა და სხვა ქვეყნები შეგვიძლია განვიხილოთ პოლონეთის წინამორბედად. ნაციონალისტურ-კონსერვატიული სახელმწიფოს მიერ 2017 წლის ოქტომბერში დაწყებული კამპანია შეიძლება ჩაითვალოს პირველ სისტემატიზებულ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პროგრამად, რომელიც საბჭოთა ომის მემორიალების კვალის წაშლას ითვალისწინებს. 2016 წლის კანონის შესწორება, რომელიც კრძალავდა კომუნისტურ პროპაგანდას, ხაზს უსვამდა დიდების მონუმენტებსა და ომის მემორიალებს. კანონმა მიანიჭა ფართო უფლებამოსილება სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ადგილობრივ “ვოევოდებს” (გუბერნატორებს) და სახელმწიფოსთან აფილირებულ ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტს, ჰქონოდათ ფართო ინტერპრეტაციისა და გადაწყვეტილების ინდივიდუალურად მიღების საშუალება. თუმცა იმის გამო, რომ სახელმწიფოს ინტერვენცია დროდადრო წინააღმდეგობას ხვდება ადგილობრივი ადმინისტრაციისა და მაცხოვრებლების მიერ, ზოგჯერ ამგვარი გადაწყვეტილებები წარმატებით არ სრულდება.
 
დასკვნა:
პოლონეთის სახელმწიფო კამპანიის ყველაზე პრობლემური თავისებურება არის სწორედ ის გადაწყვეტილება, რომ გამოიყენოს თავისი ექსკლუზიური  უფლებამოსილება და დაამყაროს კონტროლი საჯარო სივრცეში მხოლოდ ერთი ინტერპრეტაციით, რაც უგულვებელყოფს წინააღმდეგობრივ მოსაზრებებს. ომის მემორიალზე დავა ხშირად ფორმირდება ორ დიდ ისტორიულ ნარატივს შორის კოფნლიქტად, რაც ერთი მხრივ შეურაცხჰყოფს რუსულ ორბიტაზე მყოფებს, რომლებიც პოლონურ მხარეს ადანაშაულებენ ისტორიის გადაწერის მცდელობაში და მეორე მხრივ ნაციონალისტებს აძლევს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. თუმცა მონუმენტები უფრო მეტია, ვიდრე ტექსტი. ისტორიის მიმდინარეობისას ისინი ხშირად იძენენ მრავალშრიან მნიშვნელობებს იმ თავდაპირველი აზრის მიღმა, რაც ავტორებმა (ხელოვანებმა და პოლიტიკოსებმა) მათში შექმნისას ჩადეს. ეს მათ აუცილებლად არ ხდის ნაკლებად კონტროვერსიულს, თუმცა ნათლად გვაჩვენებს, რომ დავა საბჭოთა ეპოქის მონუმენტების გარშემო უფრო მეტ ასპექტს მოიცავს, ვიდრე ის თუ რომელ მხარეს აქვს ისტორიის უფრო „მართალი“ აღქმა. 

თარგმნა: ანტონ ვაჭარაძე.
ინგლისური ვერსია პირველად გამოქვეყნდა: International Public History. 2018; DOI:10.1515/iph-2018-0014.
 
სტატია ქვეყნდება ავტორის თანხმობით.
 
აბსტრაქტი:
 
ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებმა სოციალიზმის დასრულების შემდეგ ყველა, ან თითქმის ყველა ძეგლი აიღეს, რომლებიც კომუნისტურ ეპოქას უკავშირდებოდა. ფართოდ გავრცელებული ხატმებრძოლეობის მაგალითების მიუხედავად, აღნიშნული აღქმა მაინც გაზვიადებულია.
სტატია მიმოიხილავს საბჭოთა კავშირის პერიოდში ომის მემორიალების განადგურების, გარდაქმნისა და მეხსიერების წაშლის შემთხვევებს. სტატიის ავტორის აზრით, ცენტრალიზებული კამპანიები, რომლის მიზანიც იყო საბჭოთა კავშირის ომის მემორიალების (რომელიც ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ პოლიტიკურ ინიციატივებს) განადგურება და მეხსიერების წაშლა წარმოადგენდა არა წესს, არამედ - გამონაკლისს. მაგალითად, პოლონეთის მიერ 2018 წელს დაწყებული დეკომუნიზაციის კამპანია თვისობრივად განსხვავდება დანარჩენ პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებში მემორიალებთან მიმართებით მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან. სტატიას ასევე მიმოიხილავს მემორიალებზე საბჭოთა მეხსიერების წაშლის შემთხვევებს ისეთ კონტექსტში, როგორიცაა სიმბოლური მარგინალიზაცია, ხელოვანთა ინტერვენცია, ან ახალი კონსტრუქცია.
 
უკრაინის 2014-2015 წლის “ლენინცვენაზე”[2]  მეტად, აღმოსავლეთ ევროპაში სოციალიზმის ეპოქის მონუმენტების ირგვლივ დისკუსია წინ წამოწია პოლონეთის მიერ 2018 წელს წამოწყებულმა კამპანიამ, აეღოთ წითელი არმიის მემორიალები.  დაფუძნებული უფრო დეტალურ მიმოხილვაზე[3], აღნიშნული ეს მოკლე სტატია პოლონეთის მიერ საბჭოთა ომის მემორიალების ნგრევასა და ეროვნულ საზღვრებში მათი წაშლის შემთხვევას მიმოიხილავს.
 
არის თუ არა პოლონეთის მაგალითი განცალკევებული? თუ უბრალოდ იმ პროცესის შემაჯამებელია, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცეში ჯერ კიდევ 1989 წელს დაიწყო?
 
პრობლემის არსი:
 
არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებმა სოციალიზმის დასრულების შემდეგ ყველა, ან თითქმის ყველა ძეგლი აიღეს, რომლებიც კომუნისტურ ეპოქას უკავშირდებოდა. ფართოდ გავრცელებულ ხატმებრძოლეობის მაგალითებს თუ განვიხილავთ, აღნიშნული მტკიცება გაზვიადებულია. გარდა ამისა, იგი ქვეყნებს შორის არსებულ საყურადღებო განსხვავებებს არ ითვალისწინებს. ასევე არ არის გათვალისწინებული განსხვავებები თუ ვინ აკეთებს ამას: უფრო მეტადაა გამოყოფილი სახელმწიფოს მიერ ორკესტრირებული მცირე რაოდენობის კამპანიები და მეორე მხრივ ბევრად უფრო ხშირი, მაგრამ მედიასაშუალებებით ნაკლებად გავრცელებულ აქტივობებს იმ მონუმენტებთან მიმართებაში, რომლებიც აიღეს ან გარდაქმნეს კერძო ან ადგილობრივი ინიციატივით ნაკლებადაა გათვალისწინებული. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ეს აღქმა არ განასხვავებს თავად მონუმენტებს.
 
ომის მემორიალებს მსგავსი სტილი, თუმცა განსხვავებული მნიშვნელობები გააჩნიათ, რადგან ისინი კომპლექსურ და სადავო ისტორიას იზიარებენ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი ადგილმდებარეობა. ბევრი მათგანი ცენტრალურ, საჯარო სივრცეებშია განთავსებული, უფრო მეტი კი ომში დაღუპულთა საერთო სასაფლაოებთან . სასაფლაოს მემორიალებს ხშირად ჟენევის კონვენცია[4] და რუსეთს, უკრაინასა და ბელორუსს შორის დადებული რამდენიმე სამმხრივი ხელშეკრულება[5] იცავს. აღსანიშნავია, რომ ამ ხელშეკრულებებს ბუნდოვანი ხასიათი აქვთ და იძლევიან გარკვეული ინტერპრეტირების საშუალებას. 
 
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მემორიალი სიმბოლურად მარგინალიზებულია ნებისმიერი სახის ჩარევისა და ცვლილების გარეშე[6], დანარჩენები, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ჩათვლით, უყურადღებობის გამო “გაიხრწნენ”:
 
მემორიალთა კომპლექსი - “უკვდავება”, მოლდოვა (1983). ფოტო - ლინდონ ალინი, 2013, ნებართვით.
 
ზოგი პოლიტიკურად მოტივირებული სახეცვლილების ობიექტებად იქცა:
 
უცნობი ჯარისკაცის მემორიალი, სოფელი სტოიანივი, დასავლეთ უკრაინა. სიტყვა “საბჭოთა” ტექსტიდან ამოშალეს, ორიგინალური ტექსტი კი გვამცნობდა “თანამოძმე სოფლები სამუდამოდ შენი მადლიერნი არიან, რადგან შენ საბჭოთა მამულისთვის დაეცი”. 
მონუმენტს ასევე დაემატა ლათინური ჯვარი, თუმცა ჯარისკაცის ჩაფხუტზე წითელი ვარსკვლავი უცვლელადაა დატოვებული.
ფოტო: მიხეილ გაბოვიჩი, 2018.
 
ზოგს კი ხელოვანებმა უცვალეს სახე:
 
საბჭოთა არმიის მონუმენტი, სოფია, მონუმენტი უკრაინის ეროვნული დროშის ფერებში მოხატეს.
ფოტო: ვასია ატანასოვა, 2014. Wikipedia Commons.
 
წითელი არმიის ჯარისკაცთა ახალი მემორიალები დიდი რაოდენობით აიგო როგორც ყოფილ საბჭოთა გავლენის სფეროებში, ისე მის გარეთ. მაგალითად, ამერიკაში, ისრაელსა და ჩინეთში (მართალია ხშირად საძმო სასაფლაოებზე, თუმცა არა მხოლოდ იქ). მემორიალების აგება, ძირითადად უკავშირდება სახელმწიფო უწყებებს ან შეძლებულ დონორებს რუსეთიდან და ყაზახეთიდან. ყველაზე ხშირად, ამ ტიპის მემორიალებს ახალი ემიგრანტები და ის ადამიანები აღმართავენ, რომლებსაც ბიოგრაფიული კავშირი აქვთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. იმ ადამიანებმა, რომლებიც რუსეთს გარეთ პოლიტიკური უმცირესობის ნაწილს წარმოადგენენ და სხვადასხვა მიზეზის გამო ემხრობიან საბჭოთა და რუსეთის ფედერაციის შეხედულებებს მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით, არსებული მემორიალების გამოყენება ომში დაღუპულებისადმი მიძღვნილ რიტუალებში განაგრძეს[7]. თუკი აღნიშნული რიტუალები ადრე ძირითადად კრემლიდან ან სხვა მთავრობიდან ნაკარნახევ ქორეოგრაფიას იმეორებდა, დღესდღეობით ხშირია ფაქტები, როდესაც რიტუალის მონაწილეები იწყებენ ე.წ. „ქვევიდან ზემოთ“ საკუთარი სტილის დამკვიდრებას და სხვადასხვა პერსონალიის ხსოვნის განსაკუთრებით აღნიშვნას.  ამგვარი პრაქტიკის შესახებ არსებობს მოსაზრება, რომ ისინი,  როგორც წესი, კრემლის მიერ შემუშავებული გეოპოლიტიკური პროექტების დასაყრდენად იქცევიან. ამის მაგალითებია: პოპულარული პროცესიები, ცნობილი როგორც - “უკვდავი პოლკი” და საერო მსვლელობები, რომლის მონაწილეებიც სხვადასხვა ქვეყანაში საბჭოთა ომის მემორიალების მოსანახულებლად რუსეთიდან ჩადიან. 
 
საერთო ჯამში, განადგურება და ხსოვნის წაშლა ყველაზე ხშირი, თუმცა მხოლოდ ნაწილია იმ პრაქტიკისა, რასაც ზემოხსენებული ჯგუფების მოწინააღმდეგეები საბჭოთა ომის მემორიალების მიმართ იყენებენ.
 
მემორიალების განადგურებისა და საბჭოთა მეხსიერების წაშლის ინსტიტუციური და ადგილობრივი მცდელობები:
 
საბჭოთა ომის მემორიალის ყველაზე ღირსსახსოვარი, ამავდროულად ყველაზე ტრაგიკული განადგურება საქართველოს, კერძოდ 2009 წლის 19 დეკემბერს უკავშირდება. ქუთაისში ახალი პარლამენტი შენდებოდა, რაც ქვეყანაში პოლიტიკური ინსტიტუციების დეცენტრალიზაციის გეგმის ნაწილი იყო.
როგორც დეკომუნიზაციის სიმბოლური აქტი, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დავალება გასცა ქუთაისში მდგომი “დიდების მემორიალი” აეფეთქებინათ. არასწორად განხორციელებულმა დეტონაციამ, რკინის და ბეტონის ნატეხები 40 მეტრის რადიუსში გატყორცნა, რამაც ქალი და მისი რვა წლის შვილი იმსხვერპლა, რამდენიმე ადამიანი კი ფიზიკურად დაშავდა. 
 
აღნიშნული მონუმენტის საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოდ ინტერპრეტაცია საეჭვო და საკამათო თემაა, ვინაიდან იგი ორმა თბილისელმა ხელოვანმა  ქართული ფოლკლორის მოტივებზე დაყრდნობით შექმნა. ამით, მათ უნდოდათ პატივი მიეგოთ ომში დაღუპულთათვის. „ზემოდან“ წამოსული აღნიშნული გადაწყვეტილება ომის მემორიალის განადგურების შესახებ დიდი ხნის მანძილზე გამონაკლისი შემთხვევა იყო და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მსგავს ფაქტებს იქამდე მხოლოდ საბჭოთა ეპოქაში ჰქონდა ადგილი.  
 
ომის მემორიალების განადგურება და აფეთქება საბჭოთა კავშირში 1950-იან და 60-იან წლებში დაიწყო. მემორიალები, რომლებიც ადგილობრივი მაცხოვრებლების ან ცალკეული ჯარის ერთეულების მიერ 1953 წლამდე იყო აღმართული, ხშირად ნადგურდებოდა, რათა მომხდარიყო ოფიციალურ იდეოლოგიასთან უფრო მჭიდროდ დაკავშირებული, ახალი მემორიალებით ჩანაცვლება. 1945 წლის გამარჯვების აღმნიშვნელ მემორიალებს, რომლებშიც სტალინის სახებაც ფიგურირებდა, ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგ განადგურება დაემუქრა. ერევანში არსებული გამარჯვების მონუმენტი ამის ნათელი მაგალითია, 16,5 მეტრის სიმაღლის სტალინის ძეგლი, რომელსაც მზერა თურქეთის მხარეს ჰქონდა მიმართული და 33 მეტრიან საძირკველზე იდგა, 1962 წელს დაშალეს და მოგვიანებით “სომხეთის დედით” ჩაანაცვლეს.
 
გამარჯვების მონუმენტი (სტალინის ძეგლი) ერევანში (საზეიმოდ გაიხსნა 1950 წელს, ძეგლი აიღეს 1962-ში). წყარო: იუ. ს. იარალოვი
 
1960-იან წლებში, უამრავი, ადრეული ეპოქის ომის მემორიალი, გრანიტის ფილებით მოპირკეთებული ტიპური ბეტონის ობელისკები - გაანადგურეს და ახლადშექმნილი მონუმენტებით ჩაანაცვლეს. ამასთანავე, ცალკეული პირები პერმანენტულად ესხმოდნენ თავს საბჭოთა ომის მემორიალებსა და საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლებს ესტონეთში, პოლონეთსა და აღმოსავლეთ გერმანიაში, რადგანაც ისინი აღნიშნულ მონუმენტებს რუსეთის ოკუპაციის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.
ისტორიას 1989 წლიდანაც არაერთხელ ახსოვს მსგავსი ტიპის სპონტანური თავდასხმები და ვანდალური აქტები, თუმცა, საბჭოთა ომის მემორიალთა უმეტესობას სახელმწიფოს მიერ ინიცირებული განადგურება  ასცდა.  
აღნიშნული პროცესი თვალსაჩინო იყო ბუდაპეშტში, რიგაში, ლვოვსა და ბრნოში, როდესაც ლენინისა და საბჭოთა საიდუმლო პოლიციის პირველი ლიდერის, ფელიქს ძერჟინსკის, ძეგლები გეგმიურად ნადგურდებოდა. იმავდროულად, იგივე ნაკლებად ეხებოდათ ომის მემორიალებს და მათი განადგურების ან შეცვლის ერთეული ფაქტები გამონაკლისს შემთხვევებს წარმოადგენდნენ. მემორიალები, რომლებიც აღებულ იქნა წარმოადგენდა კონკრეტული ომის გმირების ან პოლიტიკური ფიგურების ძეგლებს, ზოგიერთი მათგანი კი „ტანკი-მონუმენტი“ იყო. 
 
პოლონეთი, ამ წესთან მიმართებით, გამონაკლის შემთხვევად შეიძლება განვიხილოთ: ომის დასრულების შემდგომ პერიოდში, წითელი არმიის მადლიერების ნიშნად შექმნილი უამრავი მონუმენტი აღიმართა იმ ადგილებში, რომლებიც ისედაც საძმო სასაფლაოების როლს ასრულებდნენ.  მაშინაც კი, როცა გადმოსვენებული ან იდენტიფიცირებული ჯარისკაცების ცხედრები სასაფლაოებზე იდებდნენ ბინას, მონუმენტები თავიანთ თავდაპირველ ადგილას რჩებოდა და მათ კიდევ უფრო მეტი ძეგლი ემატებოდა. 1993 წლისთვის, დაახლოებით მსგავსი ტიპის 500 მონუმენტიდან 130, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან აიღეს და თავისუფლების მონუმენტებით ჩაანაცვლეს. თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ აღნიშნული ხორციელებდა არა ვარშავას მითითებით, არამედ  ადგილობრივი ინიციატივებით. შესაბამისად, პოლონეთში მნიშვნელოვან რეგიონალურ და ადგილობრივ პოლიტიკის ვარიაციებს ჩაეყარა საფუძველი მონუმენტების მიმართ დამოკიდებულებასა და მათი აღების გზებთან მიმართებაში.
 
მსგავსი მოვლენები განვითარდა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის უმეტეს ქვეყნებში. ამის ნათელი მაგალითია უნგრეთი, რომელიც ხშირად მიჩნეულია, როგორც ადრეული დეკომუნიზაციის პირველი სივრცე. 1993 წელს, გაცხარებული დებატების შემდეგ (რამაც მხარეები ერთ აზრამდე ვერ მიიყვანა), ბუდაპეშტის გენერალურმა საქალაქო კრებამ გადაწყვიტა, ძეგლებისთვის ქალაქის შემოგარენში სპეციალური პარკი გაეხსნათ. დედაქალაქიდან გადატანილი სხვა ძეგლების გარდა, პარკში დაიდგა წითელი არმიის მონუმენტები, ყველაზე საკამათო კი საბჭოელი ჯარისკაცის საფლავი გახდა, რომელიც „გელერტ ჰილის“ თავისუფლების ქანდაკების ძირთან იყო განთავსებული. წითელი არმიის ეს მონუმენტი, რომელიც თავისუფლების მემორიალის ნაწილს წარმოადგენდა, რამდენჯერმე გადაურჩა ვანდალიზმის აქტს. უნგრეთის წითელი არმიის (1919 წლის) მონუმენტის შემთხვევაში გაიმართა რეფერენდუმი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ მაცხოვრებლებმა ხმა მისი გადატანის წინააღმდეგ მისცეს. კრების გადაწყვეტილება მხოლოდ ბუდაპეშტს ეხებოდა, ხოლო დედაქალაქის გარეთ, ძეგლების აღებას არ მიეცა სისტემური ხასიათი, მაგალითად, აღმოსავლეთ უნგრეთში, ქალაქ ჰორტობაგიში, საბჭოთა ტანკის მონუმენტი დღემდე ადგილზეა.
 
ლიტვაში ომთან დაკავშირებულ სკულპტურებს, რომლებიც სასაფლაოებზე არ იდგა, 1990-1991 წლებში ხატმებრძოლეობის სპონტანურმა ტალღამ გადაუარა, თუმცა ეს არ ყოფილა ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილება. უამრავ ძეგლს ადრეულ ეტაპზევე თავი მოუყარეს „გრიუტას პარკში“, რომელიც 2001 წელს გაიხსნა. სხვა მემორიალებთან ერთად, აქ შეიძლება შეხვდეთ ლიტველი კომუნისტი პარტიზანი ქალის, მარია მელნიკაიტესა და სხვა სამხედრო მეთაურების ძეგლებს, რომლებიც ასოცირდებოდნენ 1941 წლამდე პერიოდთან[8]. ამასთან ერთად, პარკში შეხვდებით საბჭოთა მეომრების საფლავებიდან მოხსნილ ქვებსაც[9].
 
პოლიტიკურად მოტივირებული კონფლიქტური სიტუაციის ნათელი მაგალითია 2007 წლის აპრილში, ტალინის „ბრინჯაოს ჯარისკაცის“  ქალაქის ცენტრიდან აღება და სამხედრო სასაფლაოზე გადატანა[10]. ამ გადაწყვეტილებით, ესტონეთის ცენტრალური ხელისუფლება ჩაერია ორ ჯგუფს შორის მიმდინარე დავაში. რიტუალი, რომელსაც გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ (9 მაისი), მოსახლეობაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსულად მოლაპარაკე მაცხოვრებლებმა, შეიძლება ითქვას, რომ მონუმენტს, როგორც კოლექტიური თვით-იდენტიფიკაციის ადგილს, ხელახალი დატვირთვა მისცეს. თავის მხრივ, ესტონელი ნაციონალისტები 9 მაისს ოკუპაციის სიმბოლოდ მიიჩნევენ და კონტრაქციები გამართეს. სახელმწიფო ეცადა, ტექნოკრატიული ხერხით[11] გადაეჭრა კონფლიქტი და მონუმენტი აიღო, თუმცა ამან ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი იქონია, გამოიწვია რამდენიმედღიანი შეტაკებები და საბოლოოდ ამან ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა[12]. ესტონეთში განვითარებული ამ მოვლენების შემდეგ, სხვა ქვეყნებში ახალი ძალით იფეთქა დავამ მონუმენტების შესახებ. 
 
სხვა ტიპის კონფლიქტები წამოიჭრა მაშინ, როცა მონუმენტებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალი მნიშვნელობები შეიძინა: ტურისტული ღირსშესანიშნაობა, ორიენტირი ან ათვლის წერტილი, იმპროვიზებული სკეიტ პარკები და სხვა. მაგალითად, პოლონეთის ქალაქმა ლეგნიცამ, რომელშიც საბჭოთა არმიის სათაო შტაბი მდებარეობდა, ტურისტულ ბაზარზე საკუთარი იმიჯის ე.წ. “პატარა მოსკოვად”[13] გაყიდვა დაიწყო იმავე სახელწოდებით გამოსული ფილმის წარმატების შემდეგ. ლეგნიცას ადგილობრივმა ხელისუფლება მცირე ხნით ვარშავიდან წამოსულ ზეწოლასაც კი ეწინააღმდეგებოდა. სოფია, ბულგარეთის დედაქალაქი, იგივე კატეგორიაში გადის. აქ საბჭოთა ომის მემორიალს იცავენ არა მარტო რუსეთის საელჩო და მემარცხენეები, არამედ სკეიტბორდერებიც. თითოეული ჯგუფისთვის კი აღნიშნული ადგილი გარკვეული აქტივობის სივრცეა[14].
 
უკრაინაში, დეკომუნიზაციის შესახებ 2015-2016 წლის კანონების ცვლილებები მიმართული იყო კომუნიზმის ლიდერთა ძეგლების აღებაზე, რომელთა ოკუპაციის სიმბოლოებად აღქმა უფრო მარტივად შეიძლებოდა, ვიდრე იმ მემორიალების, რომლებიც არმიაში დაღუპულებს, მათ შორის მილიონობით უკრაინელის ხსოვნას ეძღვნებოდა. ომის მემორიალებმა ახალი დატვირთვა მიიღეს და ჩართულ იქნენ ახალ ღირსსახსოვარ პრაქტიკაში, ამიტომ მათი დემონტაჟი არ მომხდარა. რამდენიმე გამონაკლისი შეეხო სამხედრო მეთაურებს, რომლებიც უმაღლეს პოლიტიკურ პოზიციებს იკავებდნენ, თუმცა ეს საზომიც არ გამორიცხავდა ორაზროვნებას: სიდორ კოვპაკის, საბჭოთა უკრაინელი პარტიზანი ლიდერის შემთხვევაში, კანონის ავტორებმაც კი აღიარეს, რომ არ გააჩნდათ ერთგვაროვანი მოსაზრება ამ ისტორიულ ფიგურასთან მიმართებაში. ხარკოვის ქალაქის ადმინისტრაციამ, საბჭოთა მარშლის, გიორგი ჟუკოვის ძეგლი დეკომუნიზაციის სიას აარიდა იმ მიზეზით, რომ მას გააჩნდა მაღალი მხატვრული ღირებულება. კიდევ ერთი ძეგლი, რომელსაც კანონის მიღების შემდეგ განადგურება დაემუქრა, ომში გამარჯვებისადმი, ასევე, ომის შემდგომი პერიოდის საბჭოთა არმიისადმი მიძღვნილი ლვოვის სამხედრო დიდების მონუმენტი იყო. ეს მონუმენტი განზრახ აღმართეს საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვართან ახლოს მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა ძალებმა 1968 წელს “პრაღის გაზაფხული” ჩაახშეს. აღსანიშნავია, რომ ძეგლის აღების კამპანია მხოლოდ დეკომუნიზაციის კანონისგან არ გამომდინარეობდა: იგი ინიცირებული იყო ადგილობრივი აქტივისტების მიერ, ხოლო მათი აქტიური ოპონენტები ქალაქის ისტორიკოსები და ძეგლთა და ისტორიული შენობების დაცვის ადგილობრივი ორგანოს თანამშრომლები იყვნენ.
 
შესაბამისად, უკრაინა და სხვა ქვეყნები შეგვიძლია განვიხილოთ პოლონეთის წინამორბედად. ნაციონალისტურ-კონსერვატიული სახელმწიფოს მიერ 2017 წლის ოქტომბერში დაწყებული კამპანია შეიძლება ჩაითვალოს პირველ სისტემატიზებულ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პროგრამად, რომელიც საბჭოთა ომის მემორიალების კვალის წაშლას ითვალისწინებს. 2016 წლის კანონის შესწორება, რომელიც კრძალავდა კომუნისტურ პროპაგანდას, ხაზს უსვამდა დიდების მონუმენტებსა და ომის მემორიალებს. კანონმა მიანიჭა ფართო უფლებამოსილება სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ადგილობრივ “ვოევოდებს” (გუბერნატორებს) და სახელმწიფოსთან აფილირებულ ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტს, ჰქონოდათ ფართო ინტერპრეტაციისა და გადაწყვეტილების ინდივიდუალურად მიღების საშუალება. თუმცა იმის გამო, რომ სახელმწიფოს ინტერვენცია დროდადრო წინააღმდეგობას ხვდება ადგილობრივი ადმინისტრაციისა და მაცხოვრებლების მიერ, ზოგჯერ ამგვარი გადაწყვეტილებები წარმატებით არ სრულდება.
 
დასკვნა:
 
პოლონეთის სახელმწიფო კამპანიის ყველაზე პრობლემური თავისებურება არის სწორედ ის გადაწყვეტილება, რომ გამოიყენოს თავისი ექსკლუზიური  უფლებამოსილება და დაამყაროს კონტროლი საჯარო სივრცეში მხოლოდ ერთი ინტერპრეტაციით, რაც უგულვებელყოფს წინააღმდეგობრივ მოსაზრებებს. ომის მემორიალზე დავა ხშირად ფორმირდება ორ დიდ ისტორიულ ნარატივს შორის კოფნლიქტად, რაც ერთი მხრივ შეურაცხჰყოფს რუსულ ორბიტაზე მყოფებს, რომლებიც პოლონურ მხარეს ადანაშაულებენ ისტორიის გადაწერის მცდელობაში და მეორე მხრივ ნაციონალისტებს აძლევს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. თუმცა მონუმენტები უფრო მეტია, ვიდრე ტექსტი. ისტორიის მიმდინარეობისას ისინი ხშირად იძენენ მრავალშრიან მნიშვნელობებს იმ თავდაპირველი აზრის მიღმა, რაც ავტორებმა (ხელოვანებმა და პოლიტიკოსებმა) მათში შექმნისას ჩადეს. ეს მათ აუცილებლად არ ხდის ნაკლებად კონტროვერსიულს, თუმცა ნათლად გვაჩვენებს, რომ დავა საბჭოთა ეპოქის მონუმენტების გარშემო უფრო მეტ ასპექტს მოიცავს, ვიდრე ის თუ რომელ მხარეს აქვს ისტორიის უფრო „მართალი“ აღქმა. 
 
___
  აქ და შმედგომ ტექსტში „ხატმებრძოლეობაში“ იგულისხმება კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.
  იგულისხმება უკრაინაში ლენინის ძეგლების მასობრივი აღება „მაიდანის“ და საომარი მოქმედებების შემდგომ.
  Lana Lovrenčić, Sandra Križić Roban, Marko Špikić, eds., War, Revolution and Memory: Post-War Monuments in Post-Communist Europe (Zagreb: Institute of Art History), and in German in: Jürgen Danyel, Thomas Drachenberg, Irmgard Zündorf, eds.: Kommunismus unter Denkmalschutz? (Worms: Wernersche Verlagsgesellschaft), 49-64.
  Article 34, paragraph 2b of the Additional Protocol of 1977.
  ხელშეკრულებების ტექსტები შეგიძლიათ იხილეო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://mil.ru/commemoration/foreign/agreements.htm .
  ავტორი გულისხმობს, რომ ზოგიერთი მემორიალი ძლიერ ამოვარდნირია იმ ადგილის საერთო ლანდშაფტიდან სადაც დგას და მათი გადატანა ტექნოკრატიულ აუცილებლობას წარმოადგენს.
  See Mischa Gabowitsch, Cordula Gdaniec, Ekaterina Makhotina, eds., Kriegsgedenken als Event: Der 9. Mai 2015 im postsozialistischen Europa (Paderborn: Schöningh, 2017); Mikhail Gabovich [Mischa Gabowitsch], ed., Pamiatnik i prazdnik (Moscow: NLO, forthcoming).
  იგულისხმება, რომ პარკში დგას ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეების მონუმენტები.
  Ekaterina Makhotina, Between Heritage and (Identity) Politics: Dealing with the Signs of Communism in Post-Soviet Lithuania. Unpublished manuscript.
  Karsten Brüggemann and Andres Kasekamp, The Politics of History and the “War of Monuments” in Estonia, in: Nationalities Papers, vol. 26, no. 3, 2008, 425–448.
  Alexander Astrov, States of Sovereignty: “Nature,” “Emergency,” and “Exception” in the “Bronze Soldier” Crisis, in: Russian Politics & Law, vol. 47, no. 5, 2009, 66–79.
  დემონსტრაციებს თან ერთვოდა რუსული საინფორმაციო გამოშვებების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება, რომლის მიხედვით, ესტონელებმა დაანგრიეს ქანდაკება და შეურაცხყვეს მის ირგვლივ არსებული საბჭოთა ჯარისკაცების საფლავები.
დემონსტრაციების პარალელურად ესტონურ კიბერ სივრცეს თავს დაესხნენ რუსი ჰაკერები, ეს იყო აქამდე არსებულ კიბერთავდასხმებს შორის უპრეცედენტო შემთხვევა. ჰაკერების მიერ DDOS-ის შეტევის გამოყენება ძირითადად წარმოადგენს უმნიშვნელო ნიუანსს და არა მთავარ „კოზირს“ მსხვერპლის წინააღმდეგ, ამასთან, DDOS შეტევის დროს, როგორც წესი, მწყობრიდან გამოდის რომელიმე კონკრეტული საიტი, ისიც რამდენიმე დღის განმავლობაში. ესტონეთის შემთხვევაში კი საქმე გვქონდა ასობით მნიშვნელოვან ვებგვერდთან, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ აგრძელებდნენ ფუნქციონირებას. ესტონეთის წინააღმდეგ რუსი ჰაკერების მიერ განხორციელებული DDOS შეტევა წარმოადგენს ყველაზე დიდს თავისი მასშტაბებით. ჰაკერებმა მწყობრიდან გამოიყვანეს საჯარო ვებ-გვერდები, სატელეკომუნიკაციო ქსელები, საკრედიტო ბარათების ავტორიზაციის სისტემები (Hansapank - ესტონეთის ყველაზე დიდი ბანკიც კი ვეღარ განაგრძობდა მუშაობას), შეტევის შემდგომ ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპიუტერული კოდები შეიცავდა კირილიცის ელემენტებს.
რუსეთის სახელმწიფოს მიერ ესტონეთზე თავდასხმამ განაპირობა ესტონეთის, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს განვითარება კიბერუსაფრთხოების ჭრილში.
  იხილეთ სამოგზაური ბროშურა: Wojciech Kondusza, Śladami Małej Moskwy (Legnica 2012), 10–12.
  Daniela Koleva: Pamiatnik sovetskoj armii v Sofii: pervichnoe i vtorichnoe ispol’zovanie (Neprikosnovennyi zapas no. 101, 2015), 184–202, 197.
 
[1] ტექსტში „ხატმებრძოლეობაში“ იგულისხმება კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.
 
[2] იგულისხმება უკრაინაში ლენინის ძეგლების მასობრივი აღება „მაიდანის“ და საომარი მოქმედებების შემდგომ.
 
[3] Lana Lovrenčić, Sandra Križić Roban, Marko Špikić, eds., War, Revolution and Memory: Post-War Monuments in Post-Communist Europe (Zagreb: Institute of Art History), and in German in: Jürgen Danyel, Thomas Drachenberg, Irmgard Zündorf, eds.: Kommunismus unter Denkmalschutz? (Worms: Wernersche Verlagsgesellschaft), 49-64.
 
[4] Article 34, paragraph 2b of the Additional Protocol of 1977.
 
[5] ხელშეკრულებების ტექსტები შეგიძლიათ იხილეო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://mil.ru/commemoration/foreign/agreements.htm .
 
[6] ავტორი გულისხმობს, რომ ზოგიერთი მემორიალი ძლიერ ამოვარდნირია იმ ადგილის საერთო ლანდშაფტიდან სადაც დგას და მათი გადატანა ტექნოკრატიულ აუცილებლობას წარმოადგენს.
 
[7] See Mischa Gabowitsch, Cordula Gdaniec, Ekaterina Makhotina, eds., Kriegsgedenken als Event: Der 9. Mai 2015 im postsozialistischen Europa (Paderborn: Schöningh, 2017); Mikhail Gabovich [Mischa Gabowitsch], ed., Pamiatnik i prazdnik (Moscow: NLO, forthcoming).
 
[8] იგულისხმება, რომ პარკში დგას ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეების მონუმენტები.
 
[9] Ekaterina Makhotina, Between Heritage and (Identity) Politics: Dealing with the Signs of Communism in Post-Soviet Lithuania. Unpublished manuscript.
 
[10] Karsten Brüggemann and Andres Kasekamp, The Politics of History and the “War of Monuments” in Estonia, in: Nationalities Papers, vol. 26, no. 3, 2008, 425–448.
 
[11] Alexander Astrov, States of Sovereignty: “Nature,” “Emergency,” and “Exception” in the “Bronze Soldier” Crisis, in: Russian Politics & Law, vol. 47, no. 5, 2009, 66–79.
 
[12] დემონსტრაციებს თან ერთვოდა რუსული საინფორმაციო გამოშვებების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება, რომლის მიხედვით, ესტონელებმა დაანგრიეს ქანდაკება და შეურაცხყვეს მის ირგვლივ არსებული საბჭოთა ჯარისკაცების საფლავები. დემონსტრაციების პარალელურად ესტონურ კიბერ სივრცეს თავს დაესხნენ რუსი ჰაკერები, ეს იყო აქამდე არსებულ კიბერთავდასხმებს შორის უპრეცედენტო შემთხვევა. ჰაკერების მიერ DDOS-ის შეტევის გამოყენება ძირითადად წარმოადგენს უმნიშვნელო ნიუანსს და არა მთავარ „კოზირს“ მსხვერპლის წინააღმდეგ, ამასთან, DDOS შეტევის დროს, როგორც წესი, მწყობრიდან გამოდის რომელიმე კონკრეტული საიტი, ისიც რამდენიმე დღის განმავლობაში. ესტონეთის შემთხვევაში კი საქმე გვქონდა ასობით მნიშვნელოვან ვებგვერდთან, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ აგრძელებდნენ ფუნქციონირებას. ესტონეთის წინააღმდეგ რუსი ჰაკერების მიერ განხორციელებული DDOS შეტევა წარმოადგენს ყველაზე დიდს თავისი მასშტაბებით. ჰაკერებმა მწყობრიდან გამოიყვანეს საჯარო ვებ-გვერდები, სატელეკომუნიკაციო ქსელები, საკრედიტო ბარათების ავტორიზაციის სისტემები (Hansapank - ესტონეთის ყველაზე დიდი ბანკიც კი ვეღარ განაგრძობდა მუშაობას), შეტევის შემდგომ ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპიუტერული კოდები შეიცავდა კირილიცის ელემენტებს. რუსეთის სახელმწიფოს მიერ ესტონეთზე თავდასხმამ განაპირობა ესტონეთის, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს განვითარება კიბერუსაფრთხოების ჭრილში.
 
[13] იხილეთ სამოგზაური ბროშურა: Wojciech Kondusza, Śladami Małej Moskwy (Legnica 2012), 10–12.
 
[14] Daniela Koleva: Pamiatnik sovetskoj armii v Sofii: pervichnoe i vtorichnoe ispol’zovanie (Neprikosnovennyi zapas no. 101, 2015), 184–202, 197.
 
___
 
სტატიის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.