დღის ფაქტები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (1918 წელი)

26 მაისი 2021

1918 წლის 26 მაისს, კვირას, დღის 5:10 საათზე თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შესძლო.

1991 წლიდან  26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.