დღის ფაქტები

პერლ-ჰარბორზე თავდასხმა (1941 წელი)

07 დეკემბერი 2021

1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის საჰაერო ძალები თავს დაესხნენ აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტს პერლ-ჰარბორის ბაზაზე, კუნძულ ჰავაიზე. თავდასხმის შემდეგ აშშ ჩაება მეორე მსოფლიო ომში იაპონიის, გერმანიისა და იტალიის წინააღმდეგ. აშშ-ის  ჩართვამ მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური ქვეყნების ალიანსის დამარცხება გარდაუვალი გახადა.