დღის ფაქტები

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე (1776 წელი)

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია არის ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანული კოლონიები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ, ერთხმად მიღებული მეორე კონტინენტური კონგრესის მიერ 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში, პენსილვანია.

დეკლარაციის მიღების (მაგრამ არა ხელმოწერის) დღე, 4 ივლისი, აშშ-ში დამოუკიდებლობის დღედ ითვლება. დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები ამერიკის შეერთებულ შტატებად" მოიხსენიება.