დღის ფაქტები

გიორგი კვინიტაძის დაბადების დღე (1874 წელი)

1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალი (1918), ბოლო მთავარსარდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი კვინიტაძე.