დღის ფაქტები

გურაბ გაბესკირიას გარდაცვალების დღე (1993 წელი)

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ტყვედ სოხუმის მერი გურამ გაბესკირიაც აიყვანეს და დახვრიტეს .

სოხუმის ბოლო დღის ამსახველ ვიდეოში ჩანს გურამ გაბესკირია, რომელიც ოკუპანტების მოთხოვნაზე „დაიჩოქე“ პასუხობს - ”არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!” 

2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამავე წლის ოქტომბერში, ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, გურამ გაბესკირია სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.