დღის ფაქტები

პეტრე მელიქიშვილის გარდაცვალების დღე (1927 წელი)

ქართველი ქიმიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პირველი რექტორი, ორგანული ქიმიის კათედრის გამგე, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი პეტრე მელიქიშვილი გარდაიცვალა 1927 წლის 23 მარტს, 77 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის I კორპუსის ბაღში. მის საფლავზე დადგმულია ბიუსტი (ავტორი - ი. ნიკოლაძე).