...

ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ორგანიზაციის, საერთაშორისო მემორიალის თავმჯდომარის იან რაჩინკის საჯარო ლექცია

17 დეკემბერი 2022 გალერეა

2022 წლის 17 დეკემბერს, მე-4 საერთაშორისო კონფერენციის - „არქივების ღიაობის მნიშვნელობა საბჭოთა წარსულის გადაფასებასა და პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევაში“ ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გორსა და კასპში გასვლითი შეხვედრები გამართა. 

კასპის სკოლა-გიმნაზიაში არსებულ ოკუპაციის მუზეუმში, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელ პოლიციის ყოფილ შენობაშია განთავსებული, 2022 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ისტორიულ-საგანმანათლებლო და უფლებადამცველი ორგანიზაციის, “საერთაშორისო მემორიალის”, თავმჯდომარემ, იან რაჩინსკიმ ღია ლექცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ისაუბრა რეპრესიების მიმდინარეობაზე, მასშტაბებსა და სტატისტიკის შედგენის მახასიათებლებზე. მან განიხილა რეპრესიების დინამიკა 1921 წლიდან დიდ ტერორამდე - 1937-1938 წლამდე, დიდი ტერორის დროს და დიდი ტერორიდან 1953 წლამდე.