...
ფაქტები
სიახლეები

ქართული ენის დღე (1990 წელი)

1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები გაიმართა. 1978 წლის 14 აპრილს ხალხმრავალი პროტესტით ქართველები წინ აღუდგნენ სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ანალოგიური დემონსტრაციები ბათუმშიც გაიმართა, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას.

კრიზისის განმუხტვა შესაძლებელი გახდა ედუარდ შევარდნაძის მიერ მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით, რომლის შედეგად, მიღებულ იქნა ნებართვა, ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის სტატუსი შენარჩუნებაზე.

1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან 14 აპრილს ქართული ენის დღედ  დაწესდა.