ფაქტები

პირველი მსოფლიო ომის დასასრული (1918 წელი)

11 ნოემბერი 2021

1918 წლის 11 ნოემბერს ანტანტის წევრებსა და გერმანიას შორის დაიდო ზავი, რითაც დასრულდა პირველი მსოფლიო ომი.

 

შეთანხმებას ხელი მოეწერა დილის 5 საათსა და 10 წუთზე, მარშალ ფერდინანდ ფოშის სარკინიგზო ვაგონში, კომპიენის ტყეში. ზავი ამოქმედდა დილის 11 საათიდან, რომლის აღსანიშნავად 101 ზალპი გაისროლეს.