ფაქტები

მუსლიმი მესხების გადასახლება შუა აზიაში (1944 წელი)

15 ნოემბერი 2021

1944 წლის 15 ნოემბერს, საბჭოთა ხელისუფლებამ სამხრეთ საქართველოს  რაიონებიდან ათეულობით ათასი მუსლიმი მესხი იძულებით გადაასახლა შუა აზიაში. რელიგიური ნიშნით გადასახლება ეხებოდა რაიონების ყველა მცხოვრებს, გარდა მუსლიმი მდედრობითი სქესის პირებისა, რომლებიც კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან. მუსლიმი მესხები პირუტყვის გადასაყვანი ვაგონებით გადაჰყავდათ. გზაში რთულ პირობებს კი ყველამ ვერ გაუძლო და დაახლოებით, 17 000 დაიღუპა.