ფაქტები

გიორგი მაზნიაშვილის დახვრეტა (1937 წელი)

16 დეკემბერი 2021

ქართველი მხედარმთავარი და გენერალი გიორგი მაზნიაშვილი 1937 წელს, რეპრესიების დროს დაიჭირეს  და დახვრიტეს. მისი საფლავი დღემდე უცნობია. რუსულ წყაროებში იგი ცნობილია სახელწოდებით გიორგი მაზნიევი.

2006 წელს ქართულ არმიაში დაწესდა მისი სახელობის მედალი "გენერალი მაზნიაშვილი". სოფელ სასირეთში კი მოქმედებს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი.

2013 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.