ფაქტები

მიხაკო წერეთლის დაბადების დღე (1878 წელი)

23 დეკემბერი 2021

1878 წლის 23 დეკემბერს, იმერეთის სოფელ ცხრუკვეთში დაიბადა ქართველი მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორ-დამფუძნებელი საქართველოს ეროვნული გმირი მიხაკო წერეთელი.