გუნდი
აღმასრულებელი დირექტორი
გიორგი კლდიაშვილი
g.kldiashvili@idfi.ge
გიორგი კლდიაშვილი არის IDFI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. სპეციალობით ისტორიკოსს, აქვს 20 წლიანი გამოცდილება საქართველოსა და უცხოეთის არქივებში მუშაობის, ასევე ამერიკისა და საბჭოთა კავშირის ისტორიის შესახებ კვლევებში. გიორგი კლდიაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტურა. მუშაობდა პროფესორად და ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტში. 2017-2020 წლებში იყო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის წევრი სამოქალაქო საზოგადოებიდან.
მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი
ანტონ ვაჭარაძე
a.vacharadze@idfi.ge
ანტონ ვაჭარაძე ხელმძღვანელობს მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულებას. ის IDFI-ის გუნდს 2017 წლიდან შეუერთდა და პირველი პროექტი, რომელსაც ის კოორდინირებას უწევდა, იყო - „ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა“. განათლებით ისტორიკოსი, მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის სამეცნიერო ხარისხები. ანტონ ვაჭარაძე 2009 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეროვნულ არქივში. 2012-2017 წლებში ეკავა საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორის თანამდებობა.
პროგრამების დირექტორი
ლევან ავალიშვილი
l.avalishvili@idfi.ge
ლევან ავალიშვილი არის IDFI-ის პროგრამების დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. პროფესიით ისტორიკოსს, აქვს 13 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ორგანიზაციულ ხელმძღვანელობაში და პროგრამების მართვაში. არის ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციისა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის წევრი; ამერიკის შესწავლის ინსტიტუტისა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის საბჭოს წევრი.
ასოცირებული მკვლევარი
ნინო გოზალიშვილი
n.gozalishvili@idfi.ge
ნინო გოზალიშვილი არის მეცნიერებათა სადოქტორო კანდიდატი ნაციონალიზმის კვლევებისა და შედარებითი ისტორიის ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU). ფლობს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ნაციონალიზმის კვლევების მიმართულებით და ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ). 2019 წლიდან ცენტრალურ ევროპულ უნივერსიტეტში (CEU) სასწავლო ასისტენტი, ხოლო ილიასა და საქართველოს უნივერსიტეტებში მოწვეული ლექტორია.