...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

აფხაზი მუჰაჯირების მიმართვა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობას

08 სექტემბერი 2017

1920 წლის 19 თებერვალს, აფხაზი მუჰაჯირების წარმომადგენლები, მარშანია და მარღანია ვიზიტით იმყოფებოდნენ კონსტანტინოპოლში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის თავმჯდომარესთან, გრიგოლ რცხილაძესთან. მოჰაჯირებმა საქართველოს მიულოცეს დამოუკიდებლობის აღდგენა და საქართველოს მთავრობას შეატყობინეს, რომ 150.000 აფხაზი გამოთქვამდა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების სურვილს: "მათ განაცხადეს, რომ როგორც ისინი პერსონალურად, აგრეთვე ყველა აფხაზნი საქართველოსთან ერთობის მომხრენი არიან და მომავალში ამისათვის იმშავებენ. მათი სიტყვით ოსმალეთში ასეთი მუხაჯირების რიცხვი 150.000 აღწევს... ამიტომ გთხოვთ იქონიოთ ეს მხედველობაში და ოსმალებთან ზავის შეკვრის დროს მოითხოვოთ, რომ უზრუნველყოფილი იქნას საგანგებო დადგენილებით იმ მუხაჯირებისთვის, რომელნიც გადმოსახლებულნი არიან ოსმალეთში კავკასიიდან რუსების ბატონობის დროს და აგრეთვე მათი შთამომავლებისთვის - უფლება სამშობლოში დაბრუნებისა." (წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი N1864 აღწერა N2, საქმე N296, ფურცელი 2-2ა). 
რუსეთის იმპერიის მიერ ჩრდილო კავკასიიდან და აფხაზეთიდან მუსლიმი მოსახლეობის იძულებით გადასახლებას, მუჰაჯირობას 1860-იანი წლებიდან რეგულარული ხასიათი მიეცა. სხვადასხვა მონაცემებით, გასახლებული აფხაზების რაოდენობა ათეულობით ათასს შეადგენდა ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობის 60%-ს აღემატებოდა. 1866 წელს მუჰაჯირობის წინააღმდეგ აფხაზი ხალხის აჯანყება რუსეთის იმპერიამ სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაახშო. მუჰაჯირობის შედეგებით რუსეთმა აფხაზი ხალხი ფაქტობრივად გადაშენების პირას მიიყვანა, ისევე როგორც მაგალითად გადაშენდა კიდევ ერთი კავკასიური ეთნიკური ჯგუფი, უბიხები.
მოჰაჯირობაზე და ზოგადად რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის მიერ ქართველი, აფხაზი და სხვა ხალხების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გამოსვლაში არაფერი თქმულა. გამოსვლაში, რომელიც 2019 წლის 9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს  მიუძღვნა და ბოლო 200 წლის ისტორიის განსხვავებული ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა: „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ მიერ გაჟღერებული მიდგომები რუსულ ისტორიოგრაფიაში გაბატონებულ აზრს წარმოადგენს და მას იზიარებენ აფხაზი ისტორიკოსებიც: 2004 წელს, ჰოკაიდოს უნივერსიტეტის სლავური კვლევების ცენტრმა გამოსცა ისტორიკოს სტანისლავ ლაკობას წიგნი - „აფხაზეთი ორი იმპერიის შემდეგ XIX-XXI საუკუნეებში“, სადაც ერთ-ერთი თავი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის მიმართ გატარებული პოლიტიკის შესახებაა. აღნიშნულ თავის დაწერისას ავტორი არ დაეყრდნო არქივებში დაცულ მასალას და მხოლოდ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში გავრცელებული სტერეოტიპული შეხედულებებით, ან კერძო პირების მოგონებებით ისარგებლა. ასევე აღსანიშნავია კონფლიქტური ნარატივების და ტენდენციური ისტორიოგრაფიის ასპექტიც, რომელიც გაბატონებულია თანამედროვე აფხაზურ ისტორიოგრაფიაში. წიგნში პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებული თავის საერთო პათოსია, რომ ჟორდანიას მთავრობამ ძალის გამოყენებით დაშალა აფხაზთა მიერ არჩეული ეროვნული საბჭო, იქ დასვა საკუთარი მარიონეტული ეროვნული საბჭო და მთავრობა, რომელმაც საბოლოო ჯამში საკუთარ ქვეყანას უღალატა და იმპერიალისტური საქართველოს სასარგებლოდ მოქმედებდა.
პირველი რესპუბლიკის პერიოდში აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთ სტრატეგიულ ნაწილს წარმოადგენდა. რეგიონისთვის კონტროლზე იბრძოდნენ ისევე როგორც საქართველოს რეგულარული ჯარები, ასევე რუსეთის მხრიდან აქ შემოღწევას ცდილობდნენ დენიკინის "თეთრგვარდიელთა" ნაწილები. ადგილობრივი ბოლშევიკები, რომელთა შორის აფხაზი, ქართველი და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები შედიოდნენ თავის მხრივ ცდილობდნენ სიტუაციის კონტროლს და ხელში ჩაგდებას. ვითარება უკიდურესად დაიძაბა 1918 წელს - ადგილობრივმა ბოლშევიკებმა, რომლებსაც ზურგს რუსი ბოლშევიკები უმაგრებდნენ აპრილის დასაწყისში აფხაზეთში ამიერკავკასიის სეიმის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყეს. აჯანყებას სათავეში აფხაზეთის რევკომი ედგა. 11 აპრილს ისინი გუდაუთიდან სოხუმის მიმართულებით დაიძრნენ. ქალაქი აიღეს საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს და „სოხუმის კომუნა“ შექმნეს. საქართველოს რესპუბლიკის არმიებმა შეძლეს სიტუაციის განმუხტვა, აფხაზეთზე სრული კონტროლის დამყარება და ბოლშევიკური რაზმების განდევნა. აქვე აღსანიშნავია ერთი მომენტიც: ოსმალეთი ეცადა შექმნილი ვითარებით ესარგებლა და 27 ივნისს მდინარე კოდორის შესართავთან ათასკაციანი თურქული დესანტი გადასხა გენერალ ვეჰიბ-ფაშას ხელმძღვანელობით. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის მტრულმა დახვედრამ და ქართული შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა მოქმედებამ დესანტს არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა. დესანტს წინადადება მიეცა 24 საათში დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, რის შემდეგაც თურქები იძულებული გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ.
ჩვენ მიერ სტატიის დასაწყისში წარმოდგენილის მსგავსი დოკუმენტები ძალიან ბევრია და მათი გაცნობის საშუალება ონლაინაცაა შესაძლებელია საიტის - http://ava.ge/index/index მეშვეობით. საიტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა და სადაც საარქივო და ფოტო-ვიდეო მასალა ხელმისაწვდომია ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე. შესაბამისად ვლადიმირ პუტინის მიერ ნახსენები "გადაყლაპვა" წარმოადგენს მხოლოდდამხოლოდ დღესდღეობით რუსეთის ფედერაციის ინტერესებში შემავალი პროპაგანდისტული ისტორიის ტირაჟირებას და არის ინფორმაციული ომის შემადგენელი ნაწილი. დოკუმენტებზე დაფუძნებული სამეცნიერო კვლევებით, საქართველოს ისტორიის ამგვარი ინტერპრეტაცია მარტივად შეიძლება გაბათილდეს. 
სამწუხაროდ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ვერ შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება. 1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკური წითელი არმიები შემოიჭრნენ ისევე როგორც სამხრეთიდან, ასევე აფხაზეთდან და უმალვე მოახერხეს მთელი ქვეყნის ოკუპაცია. აფხაზეთის ავტონომიის კონსტიტუციის პროექტი ქაღალდზე დარჩა, ისევე როგორც მუჰაჯირების სამშობლოში დაბრუნების საკითხი და პერსპექტივა - აფხაზეთი განვითარებულიყო როგორც საქართველოს დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი.

ავტორი: ანტონ ვაჭარაძე - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ილიას სახელიმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
 
1920 წლის 19 თებერვალს, აფხაზი მუჰაჯირების წარმომადგენლები, მარშანია და მარღანია ვიზიტით იმყოფებოდნენ კონსტანტინოპოლში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის თავმჯდომარესთან, გრიგოლ რცხილაძესთან. მოჰაჯირებმა საქართველოს მიულოცეს დამოუკიდებლობის აღდგენა და საქართველოს მთავრობას შეატყობინეს, რომ 150.000 აფხაზი გამოთქვამდა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების სურვილს: "მათ განაცხადეს, რომ როგორც ისინი პერსონალურად, აგრეთვე ყველა აფხაზნი საქართველოსთან ერთობის მომხრენი არიან და მომავალში ამისათვის იმშავებენ. მათი სიტყვით ოსმალეთში ასეთი მუხაჯირების რიცხვი 150.000 აღწევს... ამიტომ გთხოვთ იქონიოთ ეს მხედველობაში და ოსმალებთან ზავის შეკვრის დროს მოითხოვოთ, რომ უზრუნველყოფილი იქნას საგანგებო დადგენილებით იმ მუხაჯირებისთვის, რომელნიც გადმოსახლებულნი არიან ოსმალეთში კავკასიიდან რუსების ბატონობის დროს და აგრეთვე მათი შთამომავლებისთვის - უფლება სამშობლოში დაბრუნებისა". (წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი N1864 აღწერა N2, საქმე N296, ფურცელი 2-2ა). 
 
დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში
 
რუსეთის იმპერიის მიერ ჩრდილო კავკასიიდან და აფხაზეთიდან მუსლიმი მოსახლეობის იძულებით გადასახლებას, მუჰაჯირობას 1860-იანი წლებიდან რეგულარული ხასიათი მიეცა. სხვადასხვა მონაცემებით, გასახლებული აფხაზების რაოდენობა ათეულობით ათასს შეადგენდა ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობის 60%-ს აღემატებოდა. 1866 წელს მუჰაჯირობის წინააღმდეგ აფხაზი ხალხის აჯანყება რუსეთის იმპერიამ სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაახშო. მუჰაჯირობის შედეგებით რუსეთმა აფხაზი ხალხი ფაქტობრივად გადაშენების პირას მიიყვანა, ისევე როგორც მაგალითად გადაშენდა კიდევ ერთი კავკასიური ეთნიკური ჯგუფი, უბიხები.
 
მოჰაჯირობაზე და ზოგადად რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის მიერ ქართველი, აფხაზი და სხვა ხალხების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გამოსვლაში არაფერი თქმულა. გამოსვლაში, რომელიც 2019 წლის 9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს  მიუძღვნა და ბოლო 200 წლის ისტორიის განსხვავებული ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა: „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“.
 
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ მიერ გაჟღერებული მიდგომები რუსულ ისტორიოგრაფიაში გაბატონებულ აზრს წარმოადგენს და მას იზიარებენ აფხაზი ისტორიკოსებიც: 2004 წელს, ჰოკაიდოს უნივერსიტეტის სლავური კვლევების ცენტრმა გამოსცა ისტორიკოს სტანისლავ ლაკობას წიგნი - „აფხაზეთი ორი იმპერიის შემდეგ XIX-XXI საუკუნეებში“, სადაც ერთ-ერთი თავი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის მიმართ გატარებული პოლიტიკის შესახებაა. აღნიშნულ თავის დაწერისას ავტორი არ დაეყრდნო არქივებში დაცულ მასალას და მხოლოდ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში გავრცელებული სტერეოტიპული შეხედულებებით, ან კერძო პირების მოგონებებით ისარგებლა. ასევე აღსანიშნავია კონფლიქტური ნარატივების და ტენდენციური ისტორიოგრაფიის ასპექტიც, რომელიც გაბატონებულია თანამედროვე აფხაზურ ისტორიოგრაფიაში. წიგნში პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებული თავის საერთო პათოსია, რომ ჟორდანიას მთავრობამ ძალის გამოყენებით დაშალა აფხაზთა მიერ არჩეული ეროვნული საბჭო, იქ დასვა საკუთარი მარიონეტული ეროვნული საბჭო და მთავრობა, რომელმაც საბოლოო ჯამში საკუთარ ქვეყანას უღალატა და იმპერიალისტური საქართველოს სასარგებლოდ მოქმედებდა.
 
პირველი რესპუბლიკის პერიოდში აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთ სტრატეგიულ ნაწილს წარმოადგენდა. რეგიონისთვის კონტროლზე იბრძოდნენ ისევე როგორც საქართველოს რეგულარული ჯარები, ასევე რუსეთის მხრიდან აქ შემოღწევას ცდილობდნენ დენიკინის "თეთრგვარდიელთა" ნაწილები. ადგილობრივი ბოლშევიკები, რომელთა შორის აფხაზი, ქართველი და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები შედიოდნენ თავის მხრივ ცდილობდნენ სიტუაციის კონტროლს და ხელში ჩაგდებას. ვითარება უკიდურესად დაიძაბა 1918 წელს - ადგილობრივმა ბოლშევიკებმა, რომლებსაც ზურგს რუსი ბოლშევიკები უმაგრებდნენ აპრილის დასაწყისში აფხაზეთში ამიერკავკასიის სეიმის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყეს. აჯანყებას სათავეში აფხაზეთის რევკომი ედგა. 11 აპრილს ისინი გუდაუთიდან სოხუმის მიმართულებით დაიძრნენ. ქალაქი აიღეს საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს და „სოხუმის კომუნა“ შექმნეს. საქართველოს რესპუბლიკის არმიებმა შეძლეს სიტუაციის განმუხტვა, აფხაზეთზე სრული კონტროლის დამყარება და ბოლშევიკური რაზმების განდევნა. აქვე აღსანიშნავია ერთი მომენტიც: ოსმალეთი ეცადა შექმნილი ვითარებით ესარგებლა და 27 ივნისს მდინარე კოდორის შესართავთან ათასკაციანი თურქული დესანტი გადასხა გენერალ ვეჰიბ-ფაშას ხელმძღვანელობით. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის მტრულმა დახვედრამ და ქართული შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა მოქმედებამ დესანტს არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა. დესანტს წინადადება მიეცა 24 საათში დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, რის შემდეგაც თურქები იძულებული გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ.
 
ჩვენ მიერ სტატიის დასაწყისში წარმოდგენილის მსგავსი დოკუმენტები ძალიან ბევრია და მათი გაცნობის საშუალება ონლაინაცაა შესაძლებელია საიტის - http://ava.ge/index/index მეშვეობით. საიტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა და სადაც საარქივო და ფოტო-ვიდეო მასალა ხელმისაწვდომია ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე. შესაბამისად ვლადიმირ პუტინის მიერ ნახსენები "გადაყლაპვა" წარმოადგენს მხოლოდდამხოლოდ დღესდღეობით რუსეთის ფედერაციის ინტერესებში შემავალი პროპაგანდისტული ისტორიის ტირაჟირებას და არის ინფორმაციული ომის შემადგენელი ნაწილი. დოკუმენტებზე დაფუძნებული სამეცნიერო კვლევებით, საქართველოს ისტორიის ამგვარი ინტერპრეტაცია მარტივად შეიძლება გაბათილდეს. 
 
სამწუხაროდ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ვერ შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება. 1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკური წითელი არმიები შემოიჭრნენ ისევე როგორც სამხრეთიდან, ასევე აფხაზეთდან და უმალვე მოახერხეს მთელი ქვეყნის ოკუპაცია. აფხაზეთის ავტონომიის კონსტიტუციის პროექტი ქაღალდზე დარჩა, ისევე როგორც მუჰაჯირების სამშობლოში დაბრუნების საკითხი და პერსპექტივა - აფხაზეთი განვითარებულიყო როგორც საქართველოს დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი.
 
ავტორის შესახებ
ანტონ ვაჭარაძე ხელმძღვანელობს კვლევით მიმართულებას საარქივო და საბჭოთა კვლევების პროგრამის ფარგლებში. ანტონ ვაჭარაძე განათლებით ისტორიკოსია, მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის სამეცნიერო ხარისხები. ამჟამად სწავლას აგრძელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე. ანტონ ვაჭარაძე 2009 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეროვნულ არქივში. 2012-2018 წლებში ეკავა საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორის თანამდებობა.
___
 
სტატიის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.