ფაქტები

იოსებ სტალინის დაბადების დღე (1878 წელი)

18 დეკემბერი 2021

ქართველი და საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი, სკკპ წევრი იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი დაიბადა მეწაღე ხელოსნის ოჯახში,  თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში. 

თანამედროვე სამეცნიერო პუბლიკაციები და ენციკლოპედიები აფიქსირებენ რეალურ თარიღს - 1878 წლის 6 (18) დეკემბერს, ხოლო იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის თაყვანისმცემლები, რომლებიც მისდევენ საბჭოურ ტრადიციას, ბელადის დაბადების დღეს 21 დეკემბერს აღნიშნავენ და კრემლის კედლის მახლობლად, საფლავზე ორი მიხაკი მიაქვთ.