ქართველი და საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი, სკკპ წევრი იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი დაიბადა მეწაღე ხელოსნის ოჯახში, თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში.
თანამედროვე სამეცნიერო პუბლიკაციები და ენციკლოპედიები აფიქსირებენ რეალურ თარიღს - 1878 წლის 6 (18) დეკემბერს, ხოლო იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის თაყვანისმცემლები, რომლებიც მისდევენ საბჭოურ ტრადიციას, ბელადის დაბადების დღეს 21 დეკემბერს აღნიშნავენ და კრემლის კედლის მახლობლად, საფლავზე ორი მიხაკი მიაქვთ.