ვებგვერდის მიზანია გახადოს საზოგადოება მეტად ინფორმირებული საბჭოთა წარსულისა და უახლესი ისტორიის შესახებ. ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას საკუთარი ქვეყნის ისტორიის მიმართ.
ვებგვერდზე განთავსებულია IDFI-ის საარქივო და მეხსიერების კვლევები, სტატიები, სიახლეები, ისტორიული ფაქტები, ქუიზები, წიგნები, ფოტო-ვიდეო გალერეა და საარქივო დოკუმენტების ბაზა, რომელიც მოიცავს ეროვნულ და შსს არქივში დაცულ დოკუმენტებს კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით.
აღმასრულებელი დირექტორი
გიორგი კლდიაშვილი არის IDFI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. სპეციალობით ისტორიკოსს, აქვს 20 წლიანი გამოცდილება საქართველოსა და უცხოეთის არქივებში მუშაობის, ასევე ამერიკისა და საბჭოთა კავშირის ისტორიის შესახებ კვლევებში. გიორგი კლდიაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტურა. მუშაობდა პროფესორად და ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტში. 2017-2020 წლებში იყო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის წევრი სამოქალაქო საზოგადოებიდან.პროგრამების დირექტორი
ლევან ავალიშვილი არის IDFI-ის პროგრამების დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. პროფესიით ისტორიკოსს, აქვს 13 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ორგანიზაციულ ხელმძღვანელობაში და პროგრამების მართვაში. არის ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციისა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის წევრი; ამერიკის შესწავლის ინსტიტუტისა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის საბჭოს წევრი.მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი
ანტონ ვაჭარაძე ხელმძღვანელობს მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულებას. ის IDFI-ის გუნდს 2017 წლიდან შეუერთდა და პირველი პროექტი, რომელსაც ის კოორდინირებას უწევდა, იყო - „ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა“. განათლებით ისტორიკოსი, მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის სამეცნიერო ხარისხები. ანტონ ვაჭარაძე 2009 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეროვნულ არქივში. 2012-2017 წლებში ეკავა საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორის თანამდებობა.მკვლევარი
ეკა კალანდაძე IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების გუნდს 2021 წელს შემოუერთდა და პირველი პროექტი, რომელშიც ჩაერთო იყო "ინტერრელიგიური გაგება გრაფიკული ხელოვნების საშუალებით". ეკას მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ისტორიის მიმართულებით. ამჟამად სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე. მას აქვს შსს არქივსა და საქართველოს ეროვნულ არქივთან მუშაობის გამოცდილება. ასევე, ევროპის მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში (გერმანია, ბელარუსი, ლიეტუვა, რუსეთი) მდებარე არქივებთან ურთიერთობის გამოცდილება, მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა თემატიკასთან მიმართებით.