...
25 აპრილი 2013
კიდევ ერთი ნაბიჯი საარქივო მასალების ხელმისაწვდომობისკენ
ადვოკატირება

ოფიციალური ცნობით, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი ამა წლის 1 მაისამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის #506 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პაკეტს, რომელშიც მათ შორის, გათვალისწინებული იქნება დოკუმენტების ან მათი ციფრული ასლების მკვლევრებისთვის ეროვნული არქივის დარბაზში უფასოდ გაცემა.


IDFI-იმ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა) მიმდინარე წლის თებერვალში შუამდგომლობის თხოვნით  მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რათა გადახედილიყო საქართველოს მთავრობის დადგენილებით სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობა, მომსახურების წესი და ვადები და გაუქმებულიყო საარქივო დოკუმენტის გაცემისთვის დაწესებული საფასური.


ეროვნული არქივიდან IDFI-ს ეცნობა, რომ იგეგმებოდა მთავრობის დადგენილებაში  მკვლევართა მომსახურებასთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელება.  22 აპრილის   წერილის თანახმად ცვლილებებისა და დამატებების პროექტს სამინისტრო უახლოეს დღეებში მიიღებს.


ამ დროისათვის საქართველოს ეროვნული არქივის სამკითხველო დარბაზში მკვლევართათვის დოკუმენტის პირის გადაღების საფასური დოკუმენტის სიძველისა და  გაცემის ვადის  მიხედვით 0,50 თეთრიდან  33 ლარამდე მერყეობს.

იხილეთ სსიპ "საქართველოს ეროვნული არქივის" წერილი