...
25 აპრილი 2014
IDFI-ს ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე მასობრივი დახვრეტის და დამარხვის ადგილების აღმოჩენა და ნეშტების ექსჰუმაცია
ადვოკატირება

 

2014 წლის 25 აპრილს საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - მასობრივი დახვრეტის და დამარხვის ადგილების აღმოჩენა და ნეშტების ექსჰუმაცია.

 

ღონისძიება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივისა და 'ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი - პოლონელი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ეროვნული მეხსიერების კომისიის' (IPN) თანამშრომლობითი პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

მოხსენებები გააკეთეს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ექსჰუმაციის პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კრჟიშტოფ შვაგრჟიკიმ და ექსჰუმაციისა და დნმ-ის ანალიზის ჩატარებაზე პასუხისმგებელმა პირმა, ლუკაშ შლეშკოვსკიმ. 

public, lecture, remains

მომხსენებლებმა დამსწრეებს გააცნეს პოლონეთის გამოცდილება საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა სამარხების აღმოჩენისა და ნეშტების ექსჰუმაციის კუთხით.

 ეს გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოსთვის, რადგან ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი და შესწავლილი 1937-39 წლებში დახვრეტილი ადამიანების სამარხები და ნეშტები.


შეხვედრას დაესწრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები.


ლექციის შემდგომ, IDFI-ის და შსს-ის არქივის თანამშრომლებმა პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის წარმომადგენლებს დაათვალიერებინეს სოფ. სართიჭალაში 1924 წელს „აგვისტოს აჯანყების“მონაწილეთა დახვრეტის სავარაუდო ადგილები.

სამომავლოდ დაიგეგმა პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება როგორც სამეცნიერო-კვლევით, ისე პრაქტიკულ საქმიანობაში, რაც მოიცავს საქართველოში საბჭოურ პერიოდში რეპრესირებულთა დამარხვის ადგილების აღმოჩენას.