კევლიშვილი ვარვარაკევლიშვილი ვარვარა ლუკას ასული დაიბადა 1905 წელს საქართველოში, თელავში, სოფელ კურდღელაურში. 1926 წლამდე გახლდათ საკავშირო კპ (ბ) წევრი, საიდანაც გამოირიცხა კონტრრევოლუციური საქმიანობის გამო. ქალბატონ ვარვარას უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული და დაპატიმრებამდე მუშაობდა საქართველოს სსრ-ს კპ(ბ)-ს კასპის რაიონული კომიტეტის მდივნად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა დააპატიმრა 1937 წლის 7 ივლისს. 11 სექტემბერს ის გაასამართლა შინსახკომის სამეულმა. სამეულის სხდომაში მონაწილეობდნენ - ს. გოგლიძე, შ. წერეთელი, ი. ტალახაძე, სხდომის მდივანი ა. მოროზოვი. მომხსენებელი იყო კოვალჩუკი, ბრალად დაედო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის აქტიური წევრობა და რომ იგი 1935წ. გადაიბირა მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრმა პროკოფი კირვალიძემ, რომელთან ერთადაც კასპის რაიონში ჩამოაყალიბა მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაცია. პირადად, ვარვარამ გადაიბირა 7 ადამიანი. იყო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელი რაიონში, პირადად ხელმძღვანელობდა მთელი ორგანიზაციის ძირგამომთხრელ კონტრრევოლუციურ მავნებლურ საქმიანობას. მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია.
მინიშნება სხდომის ოქმზე: „მე-5 თვის ორსული. მშობიარობის შემდეგ შესრულდეს (სასჯელი...)“. (Пометка на протоколе: “Беременна на 5-м месяце. После родов привести пр...”
სტალინური სია: 1937 წლის 21 ოქტომბერი. ხელი მოაწერეს სტალინმა, მოლოტოვმა, კაგანოვიჩმა და ვოროშილოვმა.
ისტორიაში ხშირია სახელმწიფოს მხრიდან გავრცელებული რეპრესიების ფაქტები მიმართული თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ, არასასურველი პირების ან სოციალური ჯგუფების თავიდან მოსაშორებლად. ეს რეპრესიები ხშირად გამყარებული იყო სამართლებრივი აქტებით.
1937 წლის ოქტომბრით დათარიღებული დეპეშის სტრიქონები - ბერია-სტალინს:
ამ ბოლო წლის მანძილზე საქართველოს შინსახკომის ორგანოებმა დააპატიმრეს 12.000 კაცი. დღეისათვის დაპატიმრებულთაგან მსჯავრი დასდეს: სამეულებმა - 5.236 კაცს, სსრ კავშირის უმაღლესი სასამართლოს სასამართლო კომისიამ - 910-ს, სსრ კავშირის შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა საკრებულომ - 591-ს, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სპეცკოლეგიამ - 468-ს, სამხედრო ტრიბუნალმა - 99-ს, სახალხო სასამართლომ - 70 კაცს... საქართველოს სსრ შინსახკომის საპატიმროებში არის 5.000 გამოძიებაში მყოფი პირი, რომელთაგან თბილისშია 2.000.
იმათ შორის, ვინც ცილისწამებისა და უკანონობის, უმაგალითო თვითნებობის მსხვერპლი გახდა, იყვნენ სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები, პარტიისა და სახელმწიფოს თვალსაჩინო მოღვაწეები, წარმოების მეთაურები, ხელოვნების ოსტატები და რიგითი თანამშრომლები, კომუნისტები და უპარტიოები.
სამწუხაროდ, მათი ისტორიის გაგება მხოლოდ გადარჩენილი წერილებით, სხვადასხვა დოკუმენტებით, ფოტოებით და უკეთეს შემთხვევაში, ნათესავების ნაამბობის საშუალებით შეგვიძლია.
ქალბატონი ვარვარას შვილის, დინას წერილში ვკითხულობთ შემდეგს:
„ეხლა მოვდივარ პროკურატურიდან, სადაც მე ვიყავი გამოძახებული დედაჩემის საქმეზე. დამიბარა სამხედრო პროკურორმა - მაიორია და მკითხა, ვინ არის თქვენი ვარო კევლიშვილი, შემდეგ პირდაპირ - რატომ თქვენ აქამდის განცხადება არ შემოიტანეთო. მე ვუთხარი, რომ მამის განცხადებაში იყო აღნიშნული ეგ საქმე მეთქი. მან მითხრა, რომ მას ზევიდან ისედაც დავალებული აქვს ამ საქმის გადათვალიერება მაგრამ საჭიროა, ამავე დროს, ვინმე ახლო ნათესავების განცხადებაცო. მე შევეკითხე, რატომ სამხედრო პროკურატურა იძიებს მეთქი ამ საქმეს და მითხრა, რომ მას ისეთი მუხლი ჰქონდა წაყენებული, რომ ეს ჩვენ უნდა გამოვარკვიოთ - შეთითხნილია ტერორისტული აქტის საქმეო, ე.ი. ვითომო, დედათქვენს ვიღაც ოფიციალური პიროვნება უნდა მოეკლაო. როდესაც მან პაპკა გადაშალა, იქ დედაჩემის ხელნაწერი მომეჩვენა და ძალიან ცუდად გავხდი. ისე, რომ იმ კაცს წყალზე სირბილი მოუხდა. გამოუძიებია ის, რომ თურმე დახვრეტა გადაუწყვეტიათ, მხოლოდ იქვეა მიწერილი - ავადმყოფობის გამო შეჩერდესო, შემდეგ ამ კაცს დაუკითხია ის პირნი - არ დაასახელა ვინ, რომლებიც დედაჩემთან ისხდნენ, იმათ უთქვიათ საავადმყოფოში იყო და იქიდან გამოიწერაო, უკეთ რომ გამხდარა, როგორც სჩანდა. ეხლა სხედან ისინი, ვინც უშუალოდ იძიებდნენ მაშინ ციხეში მის საქმეს. ეს კაცი მაიორი - ქართველია, ძალიან სიმპატიური კაცი მეჩვენა. მე თუმცა ცუდად ვიყავი, მაგრამ მაინც ვკითხე - ვინ შეთითხნა მეთქი ეგ ბრალდება. მას გაეღიმა და მითხრა - არავინო, თავიანთი გაკეთებულიაო - არ ვიცი შინსახკომმა თქვა თუ, ვინ, განცხადება დავტოვე და რამდენიმე ხანში ის კაცი დამიბარებს კიდევ. მე ვფიქრობ რომ ისე აღარ ავღელდები და შევეკითხები, ყველაფერს, რაც მაინტერესებს....“
ვარვარა კევლიშვილის მეუღლე იყო დანიელ ალექსანდრეს ძე ასლიბეკოვი, რომელიც დაიბადა 1896 წლის 13 ოქტომბერს. მასზე ვარვარა თავის მშობლებს უყვებოდა:
„...დედი ეხლა უნდა გაგიბედო ახალი, შენთვის მოულოდნელი ამბავი, არ ვიცი რამდენათ გეწყინება თუ გეამება, მაგრამ საქმე შემდეგ ნაირად არის - მე გავყევი ცოლად სომეხს. უკვე დღეს, რეგისტრაციაში გავსტარდით, მისი სახელი და გვარი არის დანიელი ასლიბეკოვი. მხოლოდ დედი ისეთი არის, როგორც შენ ნატრობდი. არც თუთუნს ეწევა და არც ბევრ ღვინოს სვამს და უმთავრესად ძალიან კარგი ხასიათისა არის, მისგან არ ვის გაუგია არც ცუდი სიტყვა და არც ჩხუბი. ჩვენ სასწავლებელში სწავლობს მეორე კურსზე, ეტყობა, რომ ძალიან მეოჯახე იქნება, უკვე ზოგი რა იყიდა ზოგი რა. მას ჰყავს დედმამა და დები, ძმები. დები სუყველა გათხოვილები არიან. დედი კვირას თუ ნება მოგვცეს უნდა ჩამოვიდეთ უეჭველად“.
ისტორიაში ხშირია სახელმწიფოს მხრიდან გავრცელებული რეპრესიების ფაქტები მიმართული თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ, არასასურველი პირების ან სოციალური ჯგუფების თავიდან მოსაშორებლად. ეს რეპრესიები ხშირად გამყარებული იყო სამართლებრივი აქტებით.
1937 წლის ოქტომბრით დათარიღებული დეპეშის სტრიქონები - ბერია-სტალინს:
"ამ ბოლო წლის მანძილზე საქართველოს შინსახკომის ორგანოებმა დააპატიმრეს 12.000 კაცი. დღეისათვის დაპატიმრებულთაგან მსჯავრი დასდეს: სამეულებმა - 5.236 კაცს, სსრ კავშირის უმაღლესი სასამართლოს სასამართლო კომისიამ - 910-ს, სსრ კავშირის შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა საკრებულომ - 591-ს, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სპეცკოლეგიამ - 468-ს, სამხედრო ტრიბუნალმა - 99-ს, სახალხო სასამართლომ - 70 კაცს... საქართველოს სსრ შინსახკომის საპატიმროებში არის 5.000 გამოძიებაში მყოფი პირი, რომელთაგან თბილისშია 2.000."
იმათ შორის, ვინც ცილისწამებისა და უკანონობის, უმაგალითო თვითნებობის მსხვერპლი გახდა, იყვნენ სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები, პარტიისა და სახელმწიფოს თვალსაჩინო მოღვაწეები, წარმოების მეთაურები, ხელოვნების ოსტატები და რიგითი თანამშრომლები, კომუნისტები და უპარტიოები.
სამწუხაროდ, მათი ისტორიის გაგება მხოლოდ გადარჩენილი წერილებით, სხვადასხვა დოკუმენტებით, ფოტოებით და უკეთეს შემთხვევაში, ნათესავების ნაამბობის საშუალებით შეგვიძლია.
ქალბატონი ვარვარას შვილის, დინას წერილში ვკითხულობთ შემდეგს:
„ეხლა მოვდივარ პროკურატურიდან, სადაც მე ვიყავი გამოძახებული დედაჩემის საქმეზე. დამიბარა სამხედრო პროკურორმა - მაიორია და მკითხა, ვინ არის თქვენი ვარო კევლიშვილი, შემდეგ პირდაპირ - რატომ თქვენ აქამდის განცხადება არ შემოიტანეთო. მე ვუთხარი, რომ მამის განცხადებაში იყო აღნიშნული ეგ საქმე მეთქი. მან მითხრა, რომ მას ზევიდან ისედაც დავალებული აქვს ამ საქმის გადათვალიერება მაგრამ საჭიროა, ამავე დროს, ვინმე ახლო ნათესავების განცხადებაცო. მე შევეკითხე, რატომ სამხედრო პროკურატურა იძიებს მეთქი ამ საქმეს და მითხრა, რომ მას ისეთი მუხლი ჰქონდა წაყენებული, რომ ეს ჩვენ უნდა გამოვარკვიოთ - შეთითხნილია ტერორისტული აქტის საქმეო, ე.ი. ვითომო, დედათქვენს ვიღაც ოფიციალური პიროვნება უნდა მოეკლაო. როდესაც მან პაპკა გადაშალა, იქ დედაჩემის ხელნაწერი მომეჩვენა და ძალიან ცუდად გავხდი. ისე, რომ იმ კაცს წყალზე სირბილი მოუხდა. გამოუძიებია ის, რომ თურმე დახვრეტა გადაუწყვეტიათ, მხოლოდ იქვეა მიწერილი - ავადმყოფობის გამო შეჩერდესო, შემდეგ ამ კაცს დაუკითხია ის პირნი - არ დაასახელა ვინ, რომლებიც დედაჩემთან ისხდნენ, იმათ უთქვიათ საავადმყოფოში იყო და იქიდან გამოიწერაო, უკეთ რომ გამხდარა, როგორც სჩანდა. ეხლა სხედან ისინი, ვინც უშუალოდ იძიებდნენ მაშინ ციხეში მის საქმეს. ეს კაცი მაიორი - ქართველია, ძალიან სიმპატიური კაცი მეჩვენა. მე თუმცა ცუდად ვიყავი, მაგრამ მაინც ვკითხე - ვინ შეთითხნა მეთქი ეგ ბრალდება. მას გაეღიმა და მითხრა - არავინო, თავიანთი გაკეთებულიაო - არ ვიცი შინსახკომმა თქვა თუ, ვინ, განცხადება დავტოვე და რამდენიმე ხანში ის კაცი დამიბარებს კიდევ. მე ვფიქრობ რომ ისე აღარ ავღელდები და შევეკითხები, ყველაფერს, რაც მაინტერესებს....“
ვარვარა კევლიშვილის მეუღლე იყო დანიელ ალექსანდრეს ძე ასლიბეკოვი, რომელიც დაიბადა 1896 წლის 13 ოქტომბერს. მასზე ვარვარა თავის მშობლებს უყვებოდა:
„...დედი ეხლა უნდა გაგიბედო ახალი, შენთვის მოულოდნელი ამბავი, არ ვიცი რამდენათ გეწყინება თუ გეამება, მაგრამ საქმე შემდეგ ნაირად არის - მე გავყევი ცოლად სომეხს. უკვე დღეს, რეგისტრაციაში გავსტარდით, მისი სახელი და გვარი არის დანიელი ასლიბეკოვი. მხოლოდ დედი ისეთი არის, როგორც შენ ნატრობდი. არც თუთუნს ეწევა და არც ბევრ ღვინოს სვამს და უმთავრესად ძალიან კარგი ხასიათისა არის, მისგან არ ვის გაუგია არც ცუდი სიტყვა და არც ჩხუბი. ჩვენ სასწავლებელში სწავლობს მეორე კურსზე, ეტყობა, რომ ძალიან მეოჯახე იქნება, უკვე ზოგი რა იყიდა ზოგი რა. მას ჰყავს დედმამა და დები, ძმები. დები სუყველა გათხოვილები არიან. დედი კვირას თუ ნება მოგვცეს უნდა ჩამოვიდეთ უეჭველად“.
დააპატიმრეს დანიელ ასლიბეკოვიც:
„...1937 წელს დააპატიმრეს ჩემი ცოლი კევლიშვილი ვარვარა, კასპის რაიკომის ყოფილი პირველი მდივანი. ხოლო ერთი თვის შემდეგ დამაპატიმრეს მე. გამასამართლა სამეულმა და მომისაჯეს 10 წელი, რადგან ჩემ ცოლს, როგორც პარტიის მოღალატეს ვიცავდი და მხარს ვუჭერდი. დაპატიმრებამდე ბინა გვქონდა სამი ოთახით (65კვ), დაპატიმრების შემდეგ, კი ორ, დიდ ოთახს კონფისკაცია გაუკეთეს და ჩვენი პატარა გოგონა ბებიასთან ერთად დატოვეს ერთ, პატარა, ბნელ ოთახში, 17კვ.მ-ში. გათავისუფლების შემდეგ, მე მივმართე შესაბამის ორგანოებს, რათა დაებრუნებინათ ჩემთვის ოთახები (თუნდაც ერთი ოთახი), ან სხვა ბინა მოეცათ, მაგრამ ვერაფერს ვერ მივაღწიე, მის შემდეგ ვცხოვრობთ ზემოთ ხსენებულ ერთ ოთახში. მინდა მოგმართოთ თხოვნით, დამიბრუნოთ ჩემი ოთახები. ვიმედოვნებ, რომ მას შემდეგ რაც ჩემმა ოჯახმა გადაიტანა, სამართალი იზეიმებს და ჩემი თხოვნა დაკმაყოფილდება, მით უმეტეს რომ ვითხოვ იმის ნაწილს, რაც მეკუთვნის. 21 დეკემბერი 1970წელი“.
ქალბატონი ვარვარას შვილიშვილმა მანანა შუბითიძემ კი გვიამბო:
„ბებიაჩემი - სურათებიდან და წერილებიდან მახსოვს, რადგან ცოცხალი არასდროს მინახავს. დახვრეტამდე, როგორც იმ პერიოდის ყველა საბჭოთა ოჯახი ისე ცხოვრობდნენ. დედას ხშირად უთქვამს - მიუხედავად იმისა, რომ ბებოს დიდი თანამდებობა ეკავა, ოჯახს ძალიან ბევრი მატერიალური პრობლემა ჰქონდაო“.
ეს ქალბატონ ვარვარას მიერ გამოგზავნილ წერილებშიც კარგად ჩანს - ნაწყვეტები წერილებიდან:
„...ვენახმა ისე გაგვიჭირა საქმე რომ ერთი წყვილი ჩულქიც კი ვერ ვიყიდე...“, „...მე ძალიან მაწუხებს ის, რომ მამაჩემი უსაქმოა. მე მიკვირს რას შვრებით და რას ჭამთ და როდემდის უნდა იყოთ მასე...“, „....გიგზავნი წერილში ხუთ მანეთს ეს უნდა იმყოფინო, სანამ ფაშო გამოგიგზავნის, ის კი ხუთმეტზე ადრე კაპიკსაც ვერ გამოგზავნის ასე რომ...“, „....დედი მე წერილი აქამდის მიტომ ვერ მოგწერე რომ ველოდებოდი ფულს, მაგრამ აქამდის არ მოუციათ და მიტომ არც წერილი გამოვგზავნე, მაგრამ ამ ერთი კვირაში იმედი მაქვს რომ მომცემენ მაშინ გამოგიგზავნი....“.
ქალბატონი მანანა იგონებს:
„მის კმაყოფაზე იყვნენ მოხუცი მშობლები და პატარა და-ძმები. დედამ მიამბო, რომ ერთხელ, ერთ ოჯახში მისულან სტუმრად, ისინიც ასევე, საკმაოდ დიდი თანამდებობების პირები ყოფილან, დედა პატარა ყოფილა, მასპინძელს ბებოსთვის უკითხავს, აბა ვარო, ახალს ვერაფერს ხედავო? ბებიას მიუხედ-მოუხედავს და ჭაღზე გაკეთებული ნაჭრის აბაჟური შეუმჩნევია. აღმოჩნდა, რომ ამ ქალს თვითონ შეუკერავს, მოუქარგავს აბაჟური და ეს ახარებდა. აი, ასეთი გაჭირვება ყოფილა თანამდებობის პირებშიც კი.
ბებია და ბაბუა იდეური კომუნისტები იყვნენ. ბაბუა ჩვეულებრივ მოქალაქედ მახსოვს, პარტიის წევრი გახლდათ, რადგან აღადგინეს პარტიაში მაგრამ, აქტიურობა მისი მხრიდან აღარ შემიმჩნევია. ძალიან კარგი ინჟინერი და ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. ჩემ დაბადებამდე ამწე-სამშენებლო ქარხანაში მუშაობდა ინჟინრად, შემდეგ, უკვე პენსიაზე გავიდა და მე მივლიდა. მეათე კლასში ვიყავი, როცა ბაბუა გარდაიცვალა. 37-ის დაპატიმრებებზე ჩემთან არასდროს ყვებოდა. ერთადერთი, რაც ბებოზე მოყვა იყო ის, რომ სანამ დაქორწინდებოდნენ, ერთხელ, მუშტაიდში სეირნობისას, ბებოს გაზიანი წყალი მოუთხოვია, ბაბუას კი ფული არ ჰქონია, მივდიოდით გაზიანი წყლებისკენ და მუხლები მიკანკალებდაო - პაპამ. ამ დროს, შორიდან ამხანაგი დაუნახავს, სწრაფად მივედი მასთან, მან მომცა ფულიო და დაუპატიჟია ბებო ამ გაზიან წყალზე. აი, ეს აქვს მხოლოდ მონათხრობი. ალბათ თვლიდნენ, რომ ჯერ ადრე იყო და პატარა ვიყავი. სათავგადასავლო მომენტებს უფრო ყვებოდა, მაგალითად, ტყეში მგლები რომ დაინახეს და ა.შ. გადასახლების ცხოვრებიდან არ უყვარდა რაიმეს მოგონება.
ბებიას (ბაბუას და) უყვარდა „უმანსკაიში“ გატარებული დროის გახსენება, ეს მისთვის ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო. შემდეგ, უკვე სულ პრობლემებთან უწევდათ შეჯახება. პატარა რესტორანივით ჰქონდათ მათ მშობლებს, ღვინო აქედან, კახეთიდან ჩაჰქონდათ. ორი ძმა იყო წასული და 13 წელი კარგად ცხოვრობდნენ იქ. ბებო იქედან ისე ჩამოვიდა, რომ რუსულად ერთი სიტყვა არ სცოდნია. კაზაკი ქალები ურცხვებად და ძალიან თამამებად მიაჩნდა და არ ჰქონია კონტაქტი მათთან. სამი ქართული ოჯახი ცხოვრობდა იქ და მხოლოდ ერთმანეთში ურთიერთობდნენ. შემდეგ რევოლუცია დაიწყო და გამოიქცნენ ორი ურმით. უღელტეხილზე, თოვლში გვირაბი გამოჭრეს, რომ გამოევლოთ. ფაქტიურად, მთელი ქონება გზაში დახარჯეს - ერთ „ბუხანკა“ პურში ერთ ოქროს სამაჯურს ვაძლევდითო. თელავამდე უკვე მთლად ღარიბები ჩამოვიდნენ. ბებია თბილისში დარჩა. როცა უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ გაანაწილეს თელავში, ეს სახლი რომელიც ახლა გვაქვს, უპატრონო სახლი ყოფილა და ბებიაჩემს მისცეს იმიტომ, რომ თავიანთი სახლი კურდღელაურში დანგრეული დახვდათ.
უკვე, 37-ის და რეპრესიების დასაწყისი ყოფილა, ჩვენთან, ნახევარ სარდაფში ვიღაც ფსიქიკურად დაავადებული ცხოვრობდა, ხანდახან შეტევები რომ ეწყებოდა, მთელი ღამე ყვიროდა და ერთ-ერთი ასეთი ღამის შემდეგ, ბებიაჩემი სამსახურში რომ მისულა, ალბათ ეტყობოდა, რომ უძილო, დაღლილი იყო და უთქვამს ასეთი მდგომარეობა მაქვსო. ჩვენ მოგცემთ ახალ ბინასო შეუთავაზებიათ. მიუციათ მისამართი და გრიბოედოვზე, არაჩვეულებრივი, დიდი ბინა უნახავთ, მაგრამ, თურმე აშკარად ეტყობოდა, რომ სულ ახლახან იქ ცხოვრობდნენ, უკვე, დაჭერილი იყო ვიღაც და ყველაფერი არეული ჰქონდა დატოვებულიო. ბებიაჩემი სახლში რომ დაბრუნებულა, უთქვამს - მე იმ ბინაში ვერ შევალ და ვერ ვიცხოვრებო და ისევ ძველ ბინაში დარჩენილან ჩვეულებრივად. შემდეგ დედა იძახდა, იქ რომ გადავსულიყავით, ალბათ ყველას გაგვანადგურებდნენ თუნდაც იმის გამო, რომ ბინას არაჩვეულებრივი, უზარმაზარი, ოთახები და 4 მეტრის სიმაღლის ჭერი ჰქონდაო.
ბებია და ბაბუა რომ დააპატიმრეს ღამე იყო, დედას ალბათ ეძინა და ამაზე არაფერს ყვებოდა. აი, ის კი მიამბო, თუ როგორ დაბრუნდა ბაბუა. უკვე სტუდენტი იყო, სესიები ჰქონია და გვიანობამდე ვმეცადინეობდიო, ამ დროს გავიგე, რომ კიბეებზე (ხის კიბეები ჰქონდათ) ვიღაც ამოდიოდა და გამიკვირდა, ნეტავ, ვინ არის ასე გვიანო, სადღაც პირველი საათი ყოფილა (დედაჩემს ხომ მთელი ბინიდან მხოლოდ ერთი ოთახი დაუტოვეს. დანარჩენ ოთახებში ებრაელები ცხოვრობდნენ) და როცა დავიყვირე პაპაო (ყველა პაპას ეძახდა, ჩვენც, ყველასთვის პაპა იყო) წუთში გაივსო მთელი სახლი, ვინ არ მოვიდა, უცებ გადასძახეს, გადმოსძახეს ერთმანეთს და მთელი უბანი მოვიდა მოსალოცადო.
წერილიდან გავიგე, რომ დედაჩემს სცოდნია, ვარო ბებოს საავადმყოფოში გარდაცვალება, მე ეს არ ვიცოდი. შემთხვევით, სტატია ვნახეთ 88 წლის გაზეთ „სოფლის ცხოვრებაში“ და დედა წავიდა რედაქციაში.
სტატიაში შემდეგი რამ ეწერა:
„...არასოდეს დამავიწყდება ვარვარა კევლიშვილის (პარტიის კასპის რაიკომის მაშინდელი პირველი მდივანი) კდემამოსილი, განაწამები სახე, არაადამიანური წამებით უგრძნობ მდგომარეობაში რომ შემოიყვანეს ციხის საავადმყოფოში...“ ეს ქალბატონი - ლუბა ორდენიძე იპოვა რედაქციის საშუალებით. მე არ წამიყვანა, თვითონ წავიდა, როცა მოვიდა, ყვებოდა ბევრი ვიტირეთო. ამ ქალმა მოყვა, რომ მე არ ვიცნობდი იმ ქალბატონს, მაგრამ როცა შემოიყვანეს, ფაქტიურად უგონოდ, უკვე სეფსისით დაავადებული, სულყველა ავიშვიშდა, ქალები იცნობდნენ და ყველამ გაკვირვება გამოხატა, ამას მაინც რაღა უნდა აქ, რატომ დაიჭირესო. ეტყობა, წესიერი ადამიანის ავტორიტეტი ჰქონდა. შემდეგ ხაზი გაუსვა იმას, რომ ექიმი ახალგაზრდა კაცი იყო, ძალიან დიდი ყურადღებით მოეკიდა, ძალიან თბილად ექცეოდა, არასდროს დაუტოვებია და თავზე ედგაო. რაღაც მომენტში აზრზე მოსულა... იცით, ყველაზე საშინლად რაზე ნერვიულობდა? სთხოვეს, რომ დაეწერა თავისი თანამშრომლების სია. ეს სია რომ დაწერა, ეტყობა კამერაში დაბრუნებულს უთხრეს, ის იმიტომ დაგაწერინეთ, რომ მათაც განიხილავენ, როგორც შენი ორგანიზაციის წევრებსო და სულ ამის შესახებ ბოდავდა თურმე - ნუთუ ისინიც დავღუპეო.... იმ ღამით გარდაცვლილა. ბავშვზე ამ ქალმა არ იცოდა, ბებიაჩემთან არ უსაუბრია, უბრალოდ, ის იყო მოწმე, რომ ვარო ბებო ნამდვილად იქ გარდაიცვალა. ბაბუა მგონი სპეციალურად არ ცდილობდა ბებიაჩემის გვარის მოძებნას, რადგან ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო.

ვარვარა კევლიშვილი გარდაიცვალა 1938 წლის 19 თებერვალს ციხის საავადმყოფოში. ლუკას ასული დაიბადა 1905 წელს საქართველოში, თელავში, სოფელ კურდღელაურში. 1926 წლამდე გახლდათ საკავშირო კპ (ბ) წევრი, საიდანაც გამოირიცხა კონტრრევოლუციური საქმიანობის გამო. ქალბატონ ვარვარას უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული და დაპატიმრებამდე მუშაობდა საქართველოს სსრ-ს კპ(ბ)-ს კასპის რაიონული კომიტეტის მდივნად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა დააპატიმრა 1937 წლის 7 ივლისს. 11 სექტემბერს ის გაასამართლა შინსახკომის სამეულმა. სამეულის სხდომაში მონაწილეობდნენ - ს. გოგლიძე, შ. წერეთელი, ი. ტალახაძე, სხდომის მდივანი ა. მოროზოვი. მომხსენებელი იყო კოვალჩუკი, ბრალად დაედო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის აქტიური წევრობა და რომ იგი 1935წ. გადაიბირა მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრმა პროკოფი კირვალიძემ, რომელთან ერთადაც კასპის რაიონში ჩამოაყალიბა მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაცია. პირადად, ვარვარამ გადაიბირა 7 ადამიანი. იყო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელი რაიონში, პირადად ხელმძღვანელობდა მთელი ორგანიზაციის ძირგამომთხრელ კონტრრევოლუციურ მავნებლურ საქმიანობას. მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია.
მინიშნება სხდომის ოქმზე: „მე-5 თვის ორსული. მშობიარობის შემდეგ შესრულდეს (სასჯელი...)“. (Пометка на протоколе: “Беременна на 5-м месяце. После родов привести пр...”
სტალინური სია: 1937 წლის 21 ოქტომბერი. ხელი მოაწერეს სტალინმა, მოლოტოვმა, კაგანოვიჩმა და ვოროშილოვმა.
ვარვარა კევლიშვილი გარდაიცვალა 1938 წლის 19 თებერვალს ციხის საავადმყოფოში.