08 იანვარი 2025
უნიკალური ფოტო “გორგასლიანის” წევრების სასამართლო პროცესიდან - გურამ სხირტლაძის მამის, ჯემალ სხირტლაძის მიერ ფარულადაა გადაღებულია. ხარისხის მიუხედავად, მასზე მაინც შესაძლებელია ორგანიზაციის 8 წევრის ამოცნობა.
1953 წლის მაისში, კლასელებმა და მეგობრებმა: გურამ დოჩანაშვილმა, მერაბ კოსტავამ, ზვიად გამსახურდიამ, გურამ სხირტლაძემ, ანატოლი მიქაძემ, ვლადიმერ სიხარულიძემ, თეიმურაზ (ჯონდო) მეტრეველმა, თეიმურაზ ცერცვაძემ და თამაზ გუნჯუამ დააფუძნეს არალეგალური პატრიოტული ორგანიზაცია - „გორგასლიანი“. არაფორმალური გაერთიანების ალტერნატიული სახელი იყო - ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაცია, აბრევიატურა “ქეთო”.
1956 წლის 1 დეკემბერს “გორგასლიანის” წევრებმა დაბეჭდეს ანტისაბჭოთა შინაარსის პროკლამაციები და თბილისში გაავრცელეს.
რამდენიმე დღეში ისინი დააპატიმრეს. 1957 წლის აპრილში გამართულ საჯარო სასამართლოზე, ორგანიზაციის წევრები ანტისაბჭოთა საქმიანობაში დამნაშავედ ცნეს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებებად მხედველობაში მიიღო მათი ასაკი და მსჯავრდებულებს პირობითი სასჯელი შეუფარდა.
გაეცანით, IDFI-ს ინიციატივით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის ამსახველ ექსპოზიციაში ორგანიზაცია „გორგასლიანის“ სტენდის გახსნის შესახებ ინფორმაციას აქ.