...
საარქივო და
მეხსიერების კვლევები

მემორიალური ალბომი - აკაკი ჩხენკელი (1874-1959)

05 იანვარი 2023

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), წარმოგიდგენთ რიგით მეოთხე მემორიალურ ალბომს, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამორჩეულ პოლიტიკურ მოღვაწეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საფრანგეთში, აკაკი ჩხენკელს (1874-1959) ეძღვნება.

 

ლევილის მამულში, შატოს დიდ დარბაზში შესასვლელი კარიდან მარცხენა კედელზე ნახავთფოტოს, რომელიც 1921 წლის 25 თებერვლის მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ მოვლენასასახავს. საქართველოს ლეგაციის ხელმძღვანელი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანიაკაკი ჩხენკელი, სახელმწიფო პროტოკოლის უფროსთან ერთად, პროტოკოლური რიტუალითსაფრანგეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარისთვის ალექსანდრ მილერანისთვის (AlexandreMillerand) რწმუნებათა სიგელების გადასაცემად მიემართება. ფოტო ძლიერი სიმბოლური ემოციისმომგვრელია, რადგან ამავე დღეს, აკაკი ჩხენკელის სამშობლოში ბოლშევიკური არმია შემოიჭრადა რამდენიმეთვიანი ღირსეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციამოახერხა. - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ლორთქიფანიძე.

 

აკაკი ჩხენკელი სტუმრად მიემართება ელისეის სასახლეში. 25 თებერვალი, 1921

ფოტო ფრანგული გაზეთიდან

 

აკაკი ჩხენკელის პოლიტიკური კარიერა 6 ათეულ წელს მოიცავდა და მისთვის მთელი ამ დროის მანძილზე საქართველოს ინტერესები უმთავრესი იყო. ჯერ კიდევ რუსეთის სათათბირო დუმაში აკაკი ჩხენკელი იყო პირველი, ვინც „კულტურული ავტონომიის“ იდეა გააჟღერა. აკაკი ჩხენკელი იყო პოლიტიკოსი, რომელიც 1918 წლის მაისში დაჟინებით მოითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის პორტფელი კი იმიტომ დატოვა, რომ მის პროგერმანულ ორიენტაციას ქვეყნისთვის ხელი არ შეეშალა. 1921 წლიდან 12 წლის მანძილზე - აკაკი ჩხენკელი იყო ოკუპირებული საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი ევროპის ქვეყნებში, რაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ჩვენი ქვეყნის დე-იურე აღიარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი იყო. დეტალურად ამ ისტორიებს გაეცანით მემორიალურ ალბომში.

 

აკაკი ჩხენკელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ემიგრანტი გიორგი ნაკაშიძე 1959 წლის 12 იანვარს წერდა: საქართველოს დამოუკიდებლობის ფუძემდებელთა პანთეონს, უცხოეთში აგებულს, ერთი უდიდესი ქართველი კვლავ მიემატა. აკაკი ჩხენკელი – ეს ხომ მეოცე საუკუნის საქართველოს მშფოთვარე ისტორიის ცოცხალი სიმბოლო იყო! აკაკი ჩხენკელის სახელი სამუდამოთ დაკავშირებულია ქართველი ერის ერთ-ერთ ულამაზეს ეპოქასთან.

 

ალბომში შესული დოკუმენტები, ფოტოები მოიძიეს და აღწერეს IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ და მკვლევარმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელმა, სალომე ჭანტურიძემ.

 

მემორიალური ალბომის გამოცემაში შეტანილი წვლილისთვის IDFI განსაკუთრებულ მადლობას უხდის: საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსმემორიალური ალბომისგამოცემაშიმხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას, ბატონ გიორგი კეკელიძეს და ბატონ მირიან ხოსიტაშვილს.

 

საქართველოს ეროვნულ არქივს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დოკუმენტების და ფოტოების მოწოდებისთვის.

 

აკაკი ჩხენკელის შთამომავალს, ქალბატონ თამარ ჩხენკელს სასარგებლო რჩევებისთვის.ქალბატონ ესმა მანიას  ტექსტების გამართვისა და სრულყოფისათვის

ქალბატონ დოდო ჭუმბურიძესა და ბატონ გოჩა ჯავახიშვილს წინასიტყვაობის ავტორობისთვის.

 

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მკვლევრებსა და ისტორიით დაინტერესებულ ყველა პირს.

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.