1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, IDFI-მ და საზოგადოება მემორიალმა პარლამენტის შენობის წინ გამართეს გამოფენა სახელწოდებით: „გასაბჭოების შედეგები საქართველოში რეპრესირებულთა ფოტოებისა და სიების სახით“.
გამოფენა ეძღვნებოდა ოკუპაციის პირველ წლებში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დახვრეტილ პატრიოტთა ხსოვნას. წარმოდგენილი იყო 1921-1924 წლებში დახვრეტილთა (1350 ადამიანი) და 1921-1922 წლებში „ჩეკას“ მიერ დაპატიმრებულთა (2734 ადამიანი) სიები, გადასახლებიდან გამოგზავნილი წერილები, ჯგუფური ფოტოები, პატიმრების მიერ გამოშვებული გაზეთი, საბუნიბისმეტყველო ჟურნალი, პოლიტრეპრესირებულების კონსპექტები, ლექსიკონები და სხვა.