2020 წლის 1 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და IDFI-ს მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ.
მემორიალური ალბომის ავტორებმა, ანტონ ვაჭარაძემ და ირაკლი მახარაძემ XX საუკუნის პირველი მეოთხედის გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწის, ბენია ჩხიკვიშვილის შესახებ ისაუბრეს.
ვრცლად იხილეთ აქ.