ზურაბ ჟვანია 1963 წლის 9 დეკემბერს თბილისში დაიბადა.1985 წელს ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად მეცნიერების მხარდაჭერად ეკოლოგიური ასოციაცია ჩამოაყალიბა, რომლის ბაზაზეც შექმნა მოძრაობა- „საქართველოს მწვანეები." 1995- 1999 წელს ზურაბ ჟვანია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 2004-2005 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 1999 წლის 27 იანვარს ის ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის წინაშე საქართველოს უახლოესი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვით წარსდგა. „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“. ეს ფრაზა თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო ორიენტირის განმსაზღვრელ თეზისად იქცა.