...
ფაქტები
სიახლეები

ახალმოწამეთა დღე

1924 წლის 27 აგ­ვის­ტოს რამდენიმედღიანი დამცირების, ცემის და წამების შემდეგ, "განსაკუთრებული სამეულის" (ЧК) გადაწყვეტილებით, ყოველგვარი გასამართლების გარეშე, ეპისკოპოსი ნაზარი და კიდევ ოთხი სასულიერო პირი: დეკანოზი გერმანე (ჯაჯანიძე), მღვდელი სიმონ (მჭედლიძე), მღვდელი იოროთეოსი (ნიკოლაძე) და დიაკონი ბართლომე (კუხიანიძე) ქუთაისის გარეუბანში, საფიჩხიის ტყეში დახვრიტეს.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 27 აგვისტოს ახალმოწამე სასულიერო პირების დღეს აღნიშნავს. ოფიციალურად ამ დღის სახელწოდებაა - მღვდელმოწამეთა: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტისა ნაზარისა (ლეჟავა), გერმანე (ჯაჯანიძე), იეროთეოს (ნიკოლაძე) და სიმონ (მჭედლიძე) ხუცესთა, პროტოდიაკონისა ბესარიონისა (კუხიანიძე) და ყოველთა ახალმოწამეთა, ტოტალიტარული რეჟიმის დროს ურწმუნოთაგან ვნებულთა.