ქართველმა მწერალმა, პუბლიცისტმა, საზოგადო მოღვაწემ, „ცისფერყანწელების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გრიგოლ რობაქიძემ სიცოცხლის ბოლო წლები მარტოობასა და მატერიალურ სიდუხჭირეში გაატარა. გარდაიცვალა 1962 წლის 19 ნოემბერს, ჟენევაში და იქვე დაიკრძალა.
1976 წელს, ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით გრიგოლ რობაქიძის ნეშტი საფრანგეთში, ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს.