...
ფაქტები
სიახლეები

ზურაბ ჭავჭავაძის გარდაცვალების დღე (1989 წელი)

1989 წლის 21 დეკემბერი ქართველი დისიდენტის, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის- ზურაბ ჭავჭავაძის გარდაცვალების დღეა.

1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრასაზე შემზარავი ავტოავარია მოხდა. ადგილზე დაიღუპა ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა, მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში მიიყვანეს ზურაბ ჭავჭავაძე. ჭავჭავაძე გარდაიცვალა საავადმყოფოში ოფიციალური დიაგნოზით „A ჰეპატიტი“. მყისვე გაჩნდა ვერსიები მისი მოკვლის თაობაზე. ერთი ვერსიით საავადმყოფოში შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის შედეგად განგებ მოწამლეს. მეორე ვერსიით კი, ექიმის დაუდევრობას ემსხვერპლა.

ზურაბ ჭავჭავაძე დაკრძალეს ყვარელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში.