ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი, ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ეახლა და ოფიციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. მეფის მთავრობამ დანიშნა სხდომა, სადაც მოხსენებით გამოვიდნენ: ეპისკოპოსები კირიონი, ლეონიდე, პროფესორი ნიკო მარი. მათ სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო ეკლესიის კრებების კანონებს.
1917 წლის 25 მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, დროებით, კათოლიკოსის არჩევამდე კი, ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე. 1917წ. 27 მარტს რუსეთის დროებითმა მთავრობამაც აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. უკვე სექტემბერში 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კათალიკოს პატრიარქად ეპისკოპოსი კირიონი აირჩიეს.