...
ფაქტები
სიახლეები

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დღე (1993 წელი)

 

1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში (ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 შექმნილი სახელმწიფო კომისიისა და პროკურატურის მიერ). მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია. ბრიტანული პრესის ცნობით, ცხედარი იპოვეს ერთადერთი ტყვიის ჭრილობით თავში. არსებობს მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია, თუმცა მათი სიზუსტის დადგენა ვერ ხერხდება. ოჯახს დღემდე მიაჩნია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლეს. 

1994 წლის თებერვალში ზვიად გამსახურდია გადაასვენეს გროზნოში2007 წელს კი მისი ცხედარი გროზნოდან თბილისში ჩამოასვენეს და მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.