...
ფაქტები
სიახლეები

აფხაზეთის ეროვნული საბჭოს მიმართვა საქართველოს დამფუძნებელ კრებას (1919 წელი)

1919 წლის 12 მარტს, 12 საათსა და 10 წუთზე გაიხსნა დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა. დამფუძნებელმა კრებამ თავის საწყის სხდომებზევე აქტიურად დაიწყო ეროვნული უმცირესობების საკითხების განხილვა. სწორედ ამ განხილვების პროცესში აფხაზეთის თვითმმართველმა ორგანომ - ეროვნულმა საბჭომ, შეიმუშავა აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ და მიმართა საქართველოს დამფუძნებელ კრებას:

პირველი აფხაზური ეროვნული საბჭო, არჩეული საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული არჩევნების შედეგად, თავის 1919 წლის 20 მარტის სხდომაზე აფხაზი ხალხის სახელით ადგენს:

1. აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში როგორც ავტონომიური ერთეული, რის შესახებაც ვაცნობებთ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას და დამფუძნებელ კრებას.
2. ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის შედგენის და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა შორის ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრის მიზნით იქმნება თანაბარი რაოდენობის წევრებით დაკომპლექტებული შერეული კომისია საქართველოს დამფუძნებელი კრების და აფხაზეთის ეროვნული საბჭოს მხრიდან. შერეული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აფხაზეთის ავტონომიის სტატუსის შესახებ უნდა იქნას შეტანილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში.
აფხაზთა ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი: ემხვარი.