2006 წლის 31 მარტს სოჭში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზებისა და ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის სხვა სამხედრო ობიექტების ფუნქციონირების ვადების, პირობებისა და გაყვანის შესახებ.
რუსი ხელმომწერი სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი ალექსეი მასლოვი იყო. საქართველოს კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე- მამუკა კუდავა წარმოადგენდა.