...
ფაქტები
სიახლეები

ჩეინ-სტოქსის სუნთქვა (1953 წელი)

1953 წლის 5 მარტს, 21:50 საათზე, საბჭოთა კავშირის მეორე ლიდერი, იოსებ სტალინი 74 წლის ასაკში, მოსკოვში, კუნცევოს დაჩაზე გარდაიცვალა. 

ბიულეტენს სტალინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 1953 წლის 5 მარტის ღამით, ხელი 10-მა ადამიანმა მოაწერა. დოკუმენტი გვამცნობდა: „...თვალსაჩინო ცვლილებები შეიმჩნეოდა სასუნთქი ფუნქციის მხრივ: დაფიქსირდა პერიოდული (ე.წ. „ჩეინ-სტოქსის“) სუნთქვა. ამის გამო გაუარესდა სისხლის მიმოქცევა და უკიდურესად გაიზარდა ჟანგბადის უკმარისობა“.

ბევრისთვის საიდუმლოებით მოცული ჩეინ-სტოქსი გახდა ტირანის მოშორების სიმბოლო და მნიშვნელოვანი ცვლილებების მაუწყებელი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ბრწყინვალე მამაკაცი არა ერთი, არამედ ორნი იყვნენ: ინგლისელი ექიმი - ჯონ ჩეინი (1777-1836) და ირლანდიელი ექიმი - უილიამ სტოქსი (1804-1878). ისინი იყვნენ, არა მხოლოდ პრაქტიკოსი ექიმები, არამედ სამეცნიერო ნაშრომების ავტორებიც.