...
ფაქტები
სიახლეები

ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალება (1940 წელი)

ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი 1940 წლის 18 ნოემბერს, თბილისში გარდაიცვალა. 21 ნოემბერს კი მის მიერ დაარსებული ქართული უნივერსიტეტის ეზოში, პირველი რექტორის - პეტრე მელიქიშვილის გვერდით დაკრძალეს.