...
ფაქტები
სიახლეები

გიორგი კვინიტაძის გარდაცვალების დღე (1970 წელი)

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალი (1918), ბოლო მთავარსარდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი კვინიტაძე  ემიგრაციაში წავიდა მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, ლევილში. სამხედრო სამსახური არცერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში არ გაუგრძელებია. გარდაიცვალა 1970 წლის 7 აგვისტოს.

2013 წლის 26 მაისს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

2021 წელს მისი ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს და  26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს.