„პოტსდამის კონფერენცია“ (17 ივლისი-2აგვისტო 1945), რომლის ოფიციალური დასახელება იყო „ბერლინის სამი სახელმწიფოს კონფერენცია“ წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 3 მთავარი მოკავშირის - სსრკ-ის (სტალინი), აშშ-ისა (ჰარი ტრუმენი) და დიდი ბრიტანეთის (უინსტონ ჩერჩილი) - უმაღლესი დონის პოლიტიკური დონის მქონე შეხვედრას, რომელზეც უნდა განხილულიყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპაში სამშვიდობო შეთანხმებების შინაარსი და პროცედურები.
თავდაპირველად შეხვედრის ადგილად ბერლინი იყო შერჩეული, მაგრამ ომის შედეგად გამოწვეული ნგრევის გამო მოლაპარაკება შედგა პოტსდამის დანგრევას გადარჩენილ სასახლე ცეცილიენჰოფში.