ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს ელჩი საფრანგეთში აკაკი ჩხენკელი გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 1959 წლის 5 იანვარს, პარიზში, ბუსიკოს საავადმყოფოში. დაკრძალეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.