რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დაწყებისთანავე, მარო მაყაშვილი წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და სანიტარულ რაზმთან ერთად კოჯორ-ტაბახმელას მიმართულებით გაემართა. 1921 წლის 19 თებერვლას, მას რუსული არტილერიის მიერ ნასროლი ყუმბარის ნამსხვრევი კეფაში მოხვდა და დაიღუპა.
მარო მაყაშვილი თბილისისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებთან, ჯარისკაცებთან და მოხალისეებთან ერთად, თბილისში, 23 თებერვალს, სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს.
2015 წლის 24 დეკემბერს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.