...
ფაქტები
სიახლეები

ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა (1945 წელი)

1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკამ ბირთვული შეტევა განახორციელა იაპონიის წინააღმდეგ და ატომური ბომბი Little boy (“ბიჭუნა”) გამოიყენა ჰიროსიმაში. აფეთქებამ 1,5 კმ-ის რადიუსში მიწასთან გაასწორა ყველაფერი. სულ კი ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებამ 286 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.ბევრი დაიღუპა სამედიცინო დახმარების უქონლობის გამო; ისინი, ვინც ქალაქში ჩავიდნენ დასახმარებლად, რადიაციის ზემოქმედებით გარდაიცვალნენ.

3 დღის შემდეგ, 9 ავისტოს, ამერიკელებმა ატომური ბომბი Fat Man-ი (“მსუქანა”) ქალაქ ნაგასაკიში ჩააგდეს. აფეთქებამ 70 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (სულ დაიღუპა 162 ათასი ადამიანი). ქალაქის ნახევარზე მეტი სრულიად დაინგრა.