...
ფაქტები
სიახლეები

გრიგოლ ფერაძის გარდაცვალების დღე (1942 წელი)

II მსოფლიო ომის დროს მამა გრიგოლ ფერაძე ხშირად მფარველობდა ფაშისტების მიერ დევნილ ადამიანებს,რისთვისაც იგი შეიპყრეს და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. 1942 წლის 6 დეკემბერს მამა გრიგოლმა თავის თავზე აიღო ერთი მრავალშვილიანი ებრაელის სასჯელი და მის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში.

1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მამა გრიგოლი წმინდანად შერაცხა.

2013 წლის 26 სექტემბერს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.