2008 წლის 9 აგვისტოს, ტყვედ ჩავარდნილი 41-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ანწუხელიძე ცხინვალში უსასტიკესი წამების შემდეგ მოკლეს. ქართველი სამხედროს წამება მკვლელებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს. მოგვიანებით კი, ეს შემზარავი კადრები ინტერნეტში გაავრცელეს. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა 41-ე ბატალიონი, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა.
გავრცელებული ჩანს, რომ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები აწამებენ, რიგრიგობით, ძლიერად ახტებიან ზურგზე და აიძულებენ მიწას აკოცოს. კადრებში არ ჩანს, რომ ანწუხელიძე დაჭრილია, მაგრამ აშკარაა, რომ ის მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, პირიდან სისხლი მოსდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და ბოლომდე არ იხრება მიწისკენ. მეორე ვიდეოშიც ჩანს, რომ მას გარს ბევრი ხალხი ახვევია, სასტიკად სცემენ, მიმწყვდეული ჰყავთ ღობესთან, ფეხებით ძლიერად ურტყამენ და მხოლოდ ოსურად ლაპარაკობენ.
ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე ითვლებოდა დაკარგულად, მანამ, სანამ ნოემბერში ათი ქართველის ცხედარი არ გადმოასვენს ცხინვალიდან და გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა, რომ ერთ-ერთი გიორგი ანწუხელიძე იყო.