2004 წლის აგვისტოში ზაზა დამენია იბრძოდა ცხინვალის მისადგომებთან. 16 აგვისტოს იმ სანგარზე, სადაც ზაზა დამენია იმყოფებოდა, განხორციელდა მძლავრი შეტევა. მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარის ჩაგდება მოახერხა, მას ზაზა გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა.
დაკრძალულია ქალაქ ოზურგეთში, ომში დაღუპულთა სახელობის პარკში.
2004 წლის 26 აგვისტოს ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.