...
ფაქტები
სიახლეები

იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების დღე (1912 წელი)

1912 წლის 14 ივნისს (ძვ. სტ. 1 ივნისს ) გარდაიცვალა ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი.

ის დაკრძალეს დიდუბის ეკლესიასთან. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვერცხლის გვირგვინი მიართვა წარწერით: ხალხის მასწავლებელს – იაკობ გოგებაშვილს.

1940 წელს აღინიშნა იაკობ გოგებაშვილის დაბადების 100 წლისთავი და მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთონში გადაასვენეს.