...
22 ოქტომბერი 2010
პირველი მონაცემთა ბაზა უკვე ატვირთულია ჩვენს ვებ-გვერდზე
სიახლეები

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს დაფინანსებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს ხელშეწყობით პირველად აქვეყნებს იმ დოკუმენტებს, რომლებიც მიძღვნილია ამ მეტად საინტერესო და შეუსწავლელი მოვლენისადმი. მონაცემთა ბაზა შეიცავს დოკუმენტებს, რომლებიც მოძიებულია საქართველოს შსს-ს საარქივო სამმართველოს არქივებში (ყოფილი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი და ყოფილი საქართველოს უშიშროების კომიტეტის არქივი). ასევე, პირველად ქვეყნდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივებიდან მიღებული საარქივო დოკუმენტების კოლექცია.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ეს ჯერ-ჯერობით არასრული საინფორმაციო ბაზა პასუხს გასცემს 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენების გარშემო ათწლეულების განმავლობაში არსებულ მრავალ კითხვას და გამოადგება, როგორც საქართველოს და საბჭოთა ისტორიით დაინტერესებულ მკვლევარებს და სპეციალისტებს, ისე, ფართო საზოგადოებას.