...
18 მარტი 2011
პროექტის - საარქივო დოკუმენტების კოლექცია - პრეზენტაცია
სიახლეები

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" პროექტის - " საარქივო დოკუმენტების კოლექცია"- პრეზენტაციას გამართავს.

პროექტი „საარქივო დოკუმენტების კოლექციის გამოქვეყნება, რომელიც ეხება 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენებს," განხორციელდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს დაფინანსებითა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით.

პროექტი განხორციელდა IDFI-ის ექსპერტთა ჯგუფის მიერ, შსს-ს საარქივო სამმართველოსთან თანამშრომლობით.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნობა სპეციალურად საარქივო დოკუმენტების კოლექციისთვის შექმნილ ვებგვერდს და ასევე, შერჩეული საარქივო მასალების კოლექციას, რომელიც ეხება 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენებს. ამასთან ერთად, საუბარი იქნება საარქივო კვლევების მიმართულებით IDFI-ის სამომავლო გეგმებზე.

მომხსენებლები:
1. გიორგი კლდიაშვილი (დირექტორი, პროექტის კოორდინატორი - IDFI);
2. დოქტორი ანიტა შლუჰტერი (მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, შვეიცარიის საელჩო საქართველოში);
3. დოქტორი ირის კემპე (დირექტორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო).

პრეზენტაცია  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ოფისში 25 მარტს გაიმართება.

დასაწყისი 18.00 საათზე. მის: ზოვრეთის ქ.38.