...
21 მარტი 2011
საარქივო დოკუმენტები IDFI-ის ვებგვერდზე განთავსდა
სიახლეები

25 მარტს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ოფისში  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“  საზოგადოებას წარუდგინა  საარქივო დოკუმენტების კოლექცია, რომელიც ეხებოდა  1956 წლის წლის 5-9 მარტს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

პროექტი განხორციელდა IDFI-ის ექსპერტთა ჯგუფის მიერ, შსს-ს საარქივო სამმართველოსთან თანამშრომლობითა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით.პროექტი დაფინანსდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმა  დოქტორმა ირის კემპემ, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ დოქტორმა ანიტა შლუჰტერმა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა პროექტის ფარგლებში შეგროვებულ საარქივო დოკუმენტებზე  და მათ მნიშვნელობაზე.

პრეზენტაციისას მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ეხებოდა 1956 წლის 5-9 საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.  პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელიც წარიმართა კითხვა - პასუხის რეჟიმში.

შეხვედრას ესწრებოდნენ 1956 წლის  5-9 მარტის მოვლენების მონაწილეებიც.

IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოძიებული საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის,საქართველოს უშიშროების კომიტეტისა და ასევე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის არქივებიდან მიღებული დოკუმენტები გამოქვეყნებულია და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია IDFI–ის ვებგვერდზე: http://www.idfi.ge/archive/?cat=show_db&db_id=19⟨=ka

ახლო მომავალში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებული საარქივო მასალების გამოქვეყნებას გეგმავს.