...
09 აპრილი 2013
ახალი სახელმწიფოს წარსული მემკვიდრეობა
სიახლეები

IDFI ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც  საქართველოში 1989-1991 წლებში  განვითარებული მოვლენების ანალიზს ისახავს მიზნად.

პროექტი -  ახალი სახელმწიფოს წარსული მემკვიდრეობა -  სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (dvv international)  ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ახალი სახელმწიფოს წარსული მემკვიდრეობა“(პუბლიკაცია: 1989-1991 წლებში საქართველოში განვითარებული მოვლენების ანალიზი)

წყარო: http://www.idfi.ge/?cat=past_legacy&lang=ka
© ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 2013 წელი. ყველა უფლება დაცულია

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლის შემდეგაც კი სსრკ-ს არსებობის ბოლო წლები და საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლები პრაქტიკულად არაა შესწავლილი. ის სათანადოდ არ აისახება სკოლის სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო დისკუსიაში.

საზოგადოებისათვის პასუხგაუცემელი რჩება კითხვები:

1) როგორი იყო საზოგადოებრივი აზრი საბჭოთა კავშირის დაშლის და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ;

2) იყვნენ თუ არა სახელმწიფოს სათავეში მოსული დისიდენტები მზად, დამოუკიდებელი საქართველოს სამართავად;

3) მოხდა თუ არა რეალურად 1990-იან წლებში საბჭოთა ელიტის ჩანაცვლება ახალი პოლიტიკური ძალით და  იბრძოდა თუ არა ე.წ. კომუნისტური ელიტა საკუთარი პრივილეგიების დასაბრუნებლად;

4) საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ შეიცვალა თუ არა ყოველდღიური ცხოვრება,თუ ის კვლავ „საბჭოური“ რჩებოდა?

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში (შსსა), რომელიც მოიცავს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ყოფილი უშიშროების კომიტეტის არქივებს, IDFI-ის თანამშრომლები მოიძიებენ და გააანალიზებენ ამ პერიოდის შესახებ დაცულ საარქივო მასალებს და დოკუმენტებს;  მკვლევართა ჯგუფი მოიძიებს აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგაზეთო ფონდში დაცულ მასალებს; შეისწავლის ამ პერიოდში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებს და მათზე დაყრდნობით გააანალიზებს ქვეყანაში განვითარებულ სოციალ-პოლიტიკურ ცვლილებებსა და ტრანსფორმაციას;ასევე კვლევის პროცესში დაგეგმილია  ზეპირი ისტორიების ჩაწერა ამ პერიოდის მოვლენების აქტიურ მონაწილეებთან. მკვლევრები გამოიყენებენ აგრეთვე ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის ეროვნული უსაფრთხოების არქივის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებს, რომლებიც ეხება აღნიშნულ ეპოქას. 

პროექტის ფარგლებში მოპოვებული მასალების საფუძველზე გამოიცემა პუბლიკაცია წიგნის სახით, რომელიც მოიცავს კვლევას და  ფოტო-დოკუმენტურ მასალას . 

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლის შემდეგაც კი სსრკ-ს არსებობის ბოლო წლები და საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლები პრაქტიკულად არაა შესწავლილი. ის სათანადო ასახვას ვერ ჰპოვებს სკოლის სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო დისკუსიაში.