...
19 ნოემბერი 2013
თანამშრომლობა ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტთან-პოლონელი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ეროვნული მეხსიერების კომისიასა (IPN) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს შორის (IDFI)
სიახლეები

2013 წლის 28 ოქტომბერს, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა - პოლონელი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ეროვნული მეხსიერების კომისიამ (IPN) ოფიციალური წერილით მიმართა IDFI-ის, სადაც თანხმობა განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობაზე, რაც გულისხმობს კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა სიის შექმნას, ბიბლიოგრაფიული შინაარსის ინფორმაციის გაცვლას, რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი დახვრეტისა და დამარხვის ადგილმდებარეობის განსაზღვრას და საარქივო კვლევების განხორციელებას ტოტალიტარიზმისა და სტალინიზმის შესახებ.



IPN-ის საარქივო დეპარტამენტის დელეგაცია თბილისს 2013 წლის 11 ოქტომბერს ეწვია. შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, რომელიც IDFI-ის დიდი ხნის პარტნიორია. შეხვედრაზე IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობაზე ტოტალიტარიზმის, საბჭოური პერიოდის ისტორიის და სტალინიზმის შესწავლაში და იმ როლზე, რასაც IDFI თამაშობს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში, ასევე გამოითქვა სურვილი ამ ორი ორგანიზაციის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.