...
22 ნოემბერი 2013
IDFI-ისა და DVV International-ის დისკუსია თემაზე „თაობა 1989“
სიახლეები

 

11 ნოემბერს გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ოფისმა უმასპინძლა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და DVV International-ის ერთობლივ დისკუსიას თემაზე „თაობა 1989“. 
 
 
შეხვედრის მიზანი იყო, ხელი შეეწყო საზოგადოების მხრიდან ამ თემისადმი ინტერესის ზრდისთვის და ამ პერიოდისთვის მიმდინარე მოვლენების გაანალიზების დაწყებისთვის. 
 
 
მომხსენებლებად მოწვეულები იყვნენ კინომცოდნე გოგი გვახარია და „ახალი მემარჯვენეების“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე. შეხვედრის მოდერატორი იყო ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი. მომხსენებლებმა პირადი გამოცდილებიდან ისაუბრეს, თუ რით განსხვავდებოდა თაობა 1989 სხვა თაობებისგან და შეაფასეს ზოგადად 80-იანი წლები თითქმის 25 წლის შემდეგ. დარბაზის შეკითხვებიდან გამომდინარე, მომხსენებლები სტალინიზმსაც შეეხნენ, კონფორმიზმზეც ისაუბრეს, შეაფასეს ახალი თაობის ქმედებები, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რეკომენდაციებიც მისცეს ახალ თაობას და გაიხსენეს საინტერესო ისტორიები საბჭოთა საქართველოდან.
 
დისკუსია გაიმართა პროექტის - „ახალი სახელმწიფოს წარსული მემკვიდრეობა“- ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ფინანსური მხარდაჭერით.
 
 
იხილეთ დისკუსიის ვიდეო-ჩანაწერი: (ნაწილი 1) და (ნაწილი 2)